ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ“.

ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. 


მისი თქმით, წარმოდგენილი ვარიანტით არ იცვლება მაკროეკონომიკური პარამეტრები: კერძოდ: დაგეგმილია მშპ-ს 5%-იანი ზრდა, რაც ირაკლი კოვზანაძის აზრით, მთავრობის მხრიდან საკმაოდ ამბიციური განაცხადია. ასევე ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3%-იანი ინფლაცია, ნაერთი ბიუჯეტის 2.6% დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში და 14 მილიარდ 40 მილიონი ლარის შემოსულობები.
„სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობაც და სტრუქტურაც პრაქტიკულად უცვლელია. მომავალ წელს 14 მილიარდ 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, თითქმის 900 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2019 წელს. გაიზრდება პენსიები, დაგეგმილია ხელფასების მატება მასწავლებლებისთვის, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთათვის, პოლიციელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის.


იცით, რომ საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისი სავალუტო ფონდის მისია, მიმდინარეობს მათთან ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე, ასევე ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია 2019 წლის 10 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თაობაზე. შესაბამისად მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში არ განეხორციელებინა არსებითი კორექტირებები“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ხვალ სესიაზე გავა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.


„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ“,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.


მისი თქმით, წარმოდგენილი ვარიანტით არ იცვლება მაკროეკონომიკური პარამეტრები: კერძოდ: დაგეგმილია მშპ-ს 5%-იანი ზრდა, რაც ირაკლი კოვზანაძის აზრით, მთავრობის მხრიდან საკმაოდ ამბიციური განაცხადია. ასევე ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3%-იანი ინფლაცია, ნაერთი ბიუჯეტის 2.6% დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში და 14 მილიარდ 40 მილიონი ლარის შემოსულობები.


„სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობაც და სტრუქტურაც პრაქტიკულად უცვლელია. მომავალ წელს 14 მილიარდ 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, თითქმის 900 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2019 წელს. გაიზრდება პენსიები, დაგეგმილია ხელფასების მატება მასწავლებლებისთვის, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთათვის, პოლიციელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის.


იცით, რომ საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისი სავალუტო ფონდის მისია, მიმდინარეობს მათთან ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე, ასევე ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია 2019 წლის 10 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თაობაზე. შესაბამისად მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში არ განეხორციელებინა არსებითი კორექტირებები“,-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ხვალ სესიაზე გავა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.


გიგი უგულავას 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ირაკლი ჩიქოვანი: მიღწეულია შეთანხმება, რომ სუამ-ის ქვეყნებმა შექმნან ერთიანი ეკონომიკური ზონა

"მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება".

საბერძნეთი მზადაა ამერიკული სამხედრო ბაზის განსათავსებლად თუ მას თურქეთიდან გასვლა მოუწევს

საბერძნეთს შეუძლია ამერიკული სამხედრო ბაზები მის ტერიტორიაზე განათავსოს, თუ ისინი იძულებულნი გახდებიან დატოვონ თურქეთი. ამის შესახებ რუსული მედია ბერძენ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსთავში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - არის მსხვერპლი

რუსთავში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, რომელთაგან ერთი დაიღუპა მეორე კი დაშავდა.

აშშ-ს საელჩო: ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ზოგიერთ მოსამართლეს არ აქვს საუკეთესო კვალიფიკაცია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ პოზიცია დააფიქსირა. უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

მამუკა მდინარაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე მოგვიწია წასვლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც იმ კრიტერიუმების განსაზღვრას შეეხებოდა, რომლითაც უკვე არჩეული 14 მოსამართლის შეირჩევა მოხდა.

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.

პროკურატურა გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდებასა და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს

პროკურატურა "ვროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

გიორგი გახარია: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კოფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას

"ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას".

თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

თსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა და ახალ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე ესაუბრა.

გიორგი მიქაუტაძე: არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლოში

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული უვადო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს. 

მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა, როდესაც კომიტეტის სხდომის შესვენებისას, მანდატურის სამსახურმა ერთ-ერთი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს პლენარულ სხდომაზე უვადო მოსამართლეებად აირჩიეს, ფიცი დადეს.

"დარჩენილ დროს გამოსავლის გზებზე ფიქრს მოვახმარ" - ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადის. მან შესაბამისი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღო.

ლევან გოგიჩაიშვილი: "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა უნდა გავიტანოთ

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გამართული კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო მოვლენაა.

ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები.

ზუგდიდში გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

კობახიძე უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ

"მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ", - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგებს, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცეს.

ლარი 2.35 თეთრით გამყარდა

12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც  დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.35 თეთრი შეადგინა.
 

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა.