„დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ .
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტისთვის პირველი მოსმენით კენჭი დღეს უნდა ეყარათ.
თუმცა, მას შემდეგ რაც გამოცხადებულ 10 წუთიან შესვენებაზე მან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრა გამართა, პლენარული სხდომის განახლების შემდეგ, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციონერ დეპუტატებს თხოვნით მიმართა, რომ კენჭისყრა ხვალისთვის გადაედოთ.
კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის და ოპოზიციის ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.
უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ კენჭისყრის გადადება აუცილებელი იყო, რადგან პროექტის ჩავარდნის რისკი დადგა.