ახალი ონლაინ სივრცე თიბისი სტატუსის შეხვედრებისთვის

თიბისი სტატუსმა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა - სტატუს შეხვედრების ონლაინ სივრცე - www.statusevents.ge შექმნა.

დღევანდელი დინამიკური და დატვირთული პროცესების პარალელურად, თიბისი სტატუსმა საკუთარ მომხმარებლებს, სამუშაო გარემოს გარეთ, სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნების საშუალება მისცა. 2019 წლის დასაწყისში საგანმანათლებლო პლატფორმა - თიბისის სტატუს შეხვედრები გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ხვდებიან, საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და უბრალოდ იდეებს უზიარებენ იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.


შეხვედრების ფარგლებში დღემდე თიბისი სტატუსის მომხმარებლებს სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ისეთი მრავალფეროვანი თემებით შეხვდა, როგორებიცაა: თამარ გაგოშიძე - დასაქმებული ბავშვების ურთიერთობა შვილებთან; ანა კორძაია-სამადაშვილი - წერის მასწავლებელი; რეზო კორინთელი - ფსიქიკური სიჯანსაღე; ლანა ღოღობერიძე - კულტურის მნიშვნელობა ქვეყნისთვის; ნინუ კიკნაველიძე - ადრეული განათლების მნიშვნელობა; ნათია ფანჯიკიძე - სტრესის მართვა; ანდრო დგებუაძე - შინაგანი მოტივაცია; პაატა პაპავა - როგორ დავგეგმოთ ზაფხული ბავშვებისთვის; გია ბუღაძე - დაფარულის გამჟღავნება ხელოვნებაში; ანუნა ბუკია - ციფრული კომუნიკაცია თანამედროვე ბიზნესისთვის; გელა ჩარკვიანი - როგორ ვსწავლობდი და ვასწავლიდი; ლევან ბერძენიშვილი - რა არის სამართლიანობა და სხვა.


მიმდინარე წლის განმავლობაში, სტატუს შეხვედრებზე მომხმარებლების აქტიური ჩართულობიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე, თიბისი სტატუსის გუნდმა ამ შეხვედრების დამატებითი ფორმატით არსებობის საჭიროება დაინახა; ასევე, გაითვალისწინა სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელთან უფრო კომფორტული კომუნიკაციისთვის თიბისის ციფრული, დისტანციური არხები მუდმივად ვითარდება და სტატუს შეხვედრების ონლაინ სივრცე შექმნა.


სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათი მოსმენა კიდევ უფრო მარტივი და ახალ უკვე ყველასთვის შესაძლებელი გახდა. აუდიტორიის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული თემატური ვიდეოები ერთ სივრცეში გაერთიანდა და ახლა ადამიანებს თავად შეუძლიათ, აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, იქნება ეს ხელოვნების სხვადასხვა დარგი, ფსიქოლოგია, ბიზნესი, ბავშვებთან დაკავშირებული თემები თუ სხვა. სტატუს შეხვედრების ონლაინ სივრცეში აუდიტორია მსოფლიო არენაზე სხვადასხვა სფეროში ცნობილ ადამიანებსაც მოუსმენს.


სტატუს შეხვედრების ონლაინ სივრცე მსგავსი ფორმატის პირველი პლატფორმაა საქართველოში, რომელსაც მუდმივად დაემატება ახალი ვიდეოები, პარალელურად კი, თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის სტატუს შეხვედრები გრძელდება.


ქართული ღვინო პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე წარადგინეს

პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს.

2020 წლიდან შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა.

საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ავტომობილი დაზიანდა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც კიდევ სამი ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.

ანრი ოხანაშვილი: სახალხო დამცველის ოფისი ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა კომიტეტის არგუმენტების წინაშე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი არგუმენტები სწორია. 

ზაჰესში ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ნინო ბურჯანაძე: 13 დეკემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, 13 დეკემბერს, პარასკევს გათავისუფლდება.

სახალხო დამცველმა გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა.

ჩუღურეთის რაიონში “ISUZU”-ს ფირმის ახალი ავტობუსები ივლიან

ჩუღურეთში „ბოგდანის“ ფირმის ე.წ. ყვითელი ავტობუსები “ISUZU-ს მარკის ახალმა ავტობუსებმა რვა მარშრუტზე ჩაანაცვლა. მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ახალი ავტობუსები სამ ხაზზე გავიდა.

10 დეკემბერი მეგზევეების პროფესიული დღეა

10 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

,,ექიმები საზღვრების გარეშე" - ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

,,ექიმები საზღვრების გარეშე", "სოლიდარობა ვაჟა ექიმს", "მაქვს გადაადგილების თავისუფლება" - ამ სლოგანებით ქუთაისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.

ქუთაისში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს.

გზების დეპარტამენტის მიერ 1 მილიარდ 217 მილიონი ლარის სამუშაოებია ანაზღაურებული

მგეზევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. 

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება.

ლევან დავითაშვილი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

თბილისში, 8 მარშრუტზე,  დღეიდან „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები  იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის  სატრანსპორტო კომპანიის მიერ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება. დღეიდან, 8 მარშრუტზე,  „ბოგდანის“ ფირმის  ე.წ. ყვითელ ავტობუსებს „ISUZU“-ს მარკის  ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავენ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკავების საკითხს განიხილავენ. 

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს.

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობა იწვის

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. 

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა.

ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე 23 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა.