სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართება

საქართველოში მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი.

ტრენინგი სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის გაიმართა.


გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგს,  რომელიც ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ესწრებოდა წინასწარ შერჩეული 25 მონაწილე იმ ტექნიკოსებიდან, რომელთაც გავლილი აქვთ სერტიფიცირება და აქვთ ნებართვა მოემსახურონ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს და თბურ ტუმბოებს. აღნიშნულ ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების მოხმარების შესამცირებლად, რადგანაც ისინი ხელს უწყობენ სახიფათო ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ცნობიერების ამაღლებას. თავის მხრივ, ტრენინგის მონაწილე ტექნიკოსები თავად ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები საბოლოო მომხმარებელთათვის, რაც საერთო ჯამში ხელს უწყობს ქვეყნის მიერ ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ფტორირებული გაზების ემისიების შემცირების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.


"ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ" მონრეალის ოქმისა და გაეროს "კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის" კიოტოს ოქმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ქვეყანაში სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი განვითარდეს მსოფლიოში მიღებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, რადგანაც აღნიშნული სექტორი ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სამრეწველო სათბური აირების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია.


საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი არის მუდმივი განახლების პროცესში, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს ენიჭება, რადგან სწორედ ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება.


ზემოთაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება ყველა იმ ტექნიკოსზეც, რომელიც ემსახურება 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს.


სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს.


ქართული ღვინო პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე წარადგინეს

პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს.

2020 წლიდან შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა.

საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ავტომობილი დაზიანდა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც კიდევ სამი ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.

ანრი ოხანაშვილი: სახალხო დამცველის ოფისი ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა კომიტეტის არგუმენტების წინაშე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი არგუმენტები სწორია. 

ზაჰესში ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ნინო ბურჯანაძე: 13 დეკემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, 13 დეკემბერს, პარასკევს გათავისუფლდება.

სახალხო დამცველმა გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა.

ჩუღურეთის რაიონში “ISUZU”-ს ფირმის ახალი ავტობუსები ივლიან

ჩუღურეთში „ბოგდანის“ ფირმის ე.წ. ყვითელი ავტობუსები “ISUZU-ს მარკის ახალმა ავტობუსებმა რვა მარშრუტზე ჩაანაცვლა. მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ახალი ავტობუსები სამ ხაზზე გავიდა.

10 დეკემბერი მეგზევეების პროფესიული დღეა

10 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

,,ექიმები საზღვრების გარეშე" - ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

,,ექიმები საზღვრების გარეშე", "სოლიდარობა ვაჟა ექიმს", "მაქვს გადაადგილების თავისუფლება" - ამ სლოგანებით ქუთაისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.

ქუთაისში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს.

გზების დეპარტამენტის მიერ 1 მილიარდ 217 მილიონი ლარის სამუშაოებია ანაზღაურებული

მგეზევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. 

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება.

ლევან დავითაშვილი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

თბილისში, 8 მარშრუტზე,  დღეიდან „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები  იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის  სატრანსპორტო კომპანიის მიერ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება. დღეიდან, 8 მარშრუტზე,  „ბოგდანის“ ფირმის  ე.წ. ყვითელ ავტობუსებს „ISUZU“-ს მარკის  ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავენ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკავების საკითხს განიხილავენ. 

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს.

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობა იწვის

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. 

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა.

ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე 23 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა.