მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა

მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე.

ასევე ლაშა დარსალია ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას შეეხო.


გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის აბსოლუტური უფლების – სიცოცხლის უფლების უგულებელყოფაზე. განაცხადა, რომ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, რაც ახლავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, ახალისებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას


ლაშა დარსალიამ მიმოიხილა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ გადასასვლელი პუნქტების დაკეტვას მოჰყვა უმძიმესი შედეგები.


გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აღარ აქვს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, მათ შეეზღუდათ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება არის ნათელი დადასტურება თუ რამდენად უმნიშვნელოა ადამიანის სიცოცხლე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ ისაუბრა მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ართმევს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს როგორიცაა საკუთრების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და სხვა.


მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან თერთმეტი წლის თავზე, საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებელთა სახლები და კარ-მიდამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ეს არის მაგალითი თუ როგორ ართულებს რუსეთის უკანონო ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.


მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ბოლო პერიოდში სოფელ ჩორჩანაში უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს პროვოკაციების ინტენსიფიკაციის დონემ მიაღწია კულმინაციას, რაც გამოიწვია სოფლის მახლობლად, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევამ და უკანონო ქმედებებმა.


სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.


კონსოლიდირებული ანგარიშის "კონფლიქტი საქართველოში" განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამის სახელით.


საგარეოს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს. განცხადებაში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


სხდომაზე განცხადება ასევე გაკეთდა სუამის სახელით. განცხადებაში გამოხატულია წუხილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.


უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საკითხი "კონფლიქტი საქართველოში", მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.


ქართული ღვინო პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე წარადგინეს

პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს.

2020 წლიდან შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა.

საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ავტომობილი დაზიანდა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც კიდევ სამი ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.

ანრი ოხანაშვილი: სახალხო დამცველის ოფისი ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა კომიტეტის არგუმენტების წინაშე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი არგუმენტები სწორია. 

ზაჰესში ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ნინო ბურჯანაძე: 13 დეკემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, 13 დეკემბერს, პარასკევს გათავისუფლდება.

სახალხო დამცველმა გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა.

ჩუღურეთის რაიონში “ISUZU”-ს ფირმის ახალი ავტობუსები ივლიან

ჩუღურეთში „ბოგდანის“ ფირმის ე.წ. ყვითელი ავტობუსები “ISUZU-ს მარკის ახალმა ავტობუსებმა რვა მარშრუტზე ჩაანაცვლა. მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ახალი ავტობუსები სამ ხაზზე გავიდა.

10 დეკემბერი მეგზევეების პროფესიული დღეა

10 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

,,ექიმები საზღვრების გარეშე" - ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

,,ექიმები საზღვრების გარეშე", "სოლიდარობა ვაჟა ექიმს", "მაქვს გადაადგილების თავისუფლება" - ამ სლოგანებით ქუთაისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.

ქუთაისში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს.

გზების დეპარტამენტის მიერ 1 მილიარდ 217 მილიონი ლარის სამუშაოებია ანაზღაურებული

მგეზევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. 

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება.

ლევან დავითაშვილი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

თბილისში, 8 მარშრუტზე,  დღეიდან „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები  იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის  სატრანსპორტო კომპანიის მიერ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება. დღეიდან, 8 მარშრუტზე,  „ბოგდანის“ ფირმის  ე.წ. ყვითელ ავტობუსებს „ISUZU“-ს მარკის  ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავენ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკავების საკითხს განიხილავენ. 

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს.

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობა იწვის

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. 

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა.

ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე 23 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა.