ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელო, რომელიც გერმანელმა  ექსპერტებმა შეიმუშავეს, პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების სრული ჯაჭვის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ რეკომენდაციებს აერთიანებს.


სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი,  ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი კატია კამერერი ესწრებოდნენ.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ატარებს აქტიურ ღონისძიებებს  ქართული  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თაფლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.


„მისასალმებელია, რომ ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება მეფუტკრეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებს აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები. ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის აღიარება, შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს გაიტანონ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში უდიდეს, 500 მილიონიან ბაზარზე. ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებით,  ქართულ პროდუქციას გზას ეხსნება მსოფლიოს მრავალი ქვეყანის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მიღებულ შემოსავლებს და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.


როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართული გამორჩეული და ხარისხიანი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას და ვაჭრობის ხელშეწყობას.


„მოხარული ვარ, რომ ხანგრძლივი სამუშაო, რომელიც ქართული თაფლის  ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს უკავშირდებოდა, ასე კარგად წარიმართა და პოზიტიური შედეგით დასრულდა. მჯერა, რომ ეს არის სწორი გზა ქართული პროდუქციისთვის, კონკრეტულად კი, თაფლისთვის. მნიშვნელოვანი გამოწვევაა შესაბამისი სტანდარტების დაცვას უკავშირდებოდა, თუმცა ბევრი მიმართულებით გამოწვევები დაძლეულია.  იმედი მაქვს, რომ ბრენდი TAPLI  და ზოგადად, ქართული თაფლი იპოვის თავის ნიშას, დელიკატესების ნიშას და კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე“,  - აღნიშნა  კარლ ჰარცელმა.


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორმა, კატია კამერერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადებით და წარდგენით, GIZ--ი ასრულებს სამწლიან ინტენსიურ სამუშაო პროცესს, რომელშიც ჩართული იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები.


„მოხარული ვარ, რომ ამ პროცესებმა მიგვიყვანა ევროკავშირის ბაზარზე ქართული პრემიუმ კლასის თაფლის პირველ ექსპორტამდე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართული თაფლი კონკურენტუნარიანი  და ევროკავშირის ბაზარზე მეწარმეებისთვის მიმზიდველ ფასად იყიდება. ვფიქრობ, ეს იქნება მოტივაცია სხვა მწარმოებლებისთვისაც გაიარონ ეს გზა და შედეგად, ჩვენ ვიხილავთ მეტ გამორჩეული ხარისხის მქონე ქართულ თაფლს ევროპაში“, - აღნიშნა  კატია კამერერმა.


სახელმძღვანელოს პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორში დასაქმებული მეწარმეები ესწრებოდნენ.


„სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“  შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს(BMZ)  სახელით ახორციელებს.


ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)  შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე თაფლის ექსპორტი განახორციელონ. გამომდინარე იქიდან, რომ  პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან, ასევე  თაფლის წარმოების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობა, კვლავ გამოწვევად რჩება, მნიშვნელოვანია მეწარმეთათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ევროკავშირში თაფლის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.


პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში,  საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე 3 წელია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ე.წ. „ქოლგა ბრენდი“ - TAPLI, რომლის მიზანი ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლის ევროპულ ბაზარზე წარდგენაა. ამ ეტაპზე, ბრენდი აერთიანებს  იმ საწარმოებს, რომლებიც ხარისხიანი პროდუქტის წარმოების ყველა სტანდარტი დააკმაყოფილეს.


წელს, ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“,  ბრენდმა TAPLI პირველად წარადგინა ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლი. 


გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი მის საცხოვრებელ სახლში წარუდგინა. 

პენტაგონის ხელმძღვანელი: ანკარა ნატო-ს ნელ-ნელა შორდება

ამერიკა თურქეთის რუსეთთან დაახლოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას განუცხადა.

მარჯანიშვილზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს. 

შვეიცარიის პრეზიდენტად სიმონეტა სომარუგა აირჩიეს

შვეიცარიის კონფედერაციის ორპალატიანმა პარლამენტმა 2020 წლისთვის პრეზიდენტის პოსტზე, ფედერალური საბჭოდან ერთხმად აირჩია სიმონეტა სომარუგა. 

გიორგი მარგველაშვილი: გადავწყვიტე შევქმნა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს არ აკრიტიკებენ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ აპირებს. 

გურამ ნიკოლაშვილი „რუსთავი-2-ის“ საქმეზე: დავის საგნის მთლიანად ამოწურვის დღეს, ჩვენ მივიღეთ ოპოზიციის, პარტიული მედიებისა და არასამთავრობო სექტორის სრული დუმილი

„სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელების სარჩელი არ ჩათვალა განხილვისთვის დასაშვებად. ამით ეს საქმე საბოლოოდ დასრულდა და 2019 წლის 18 ივლისის ვერდიქტი გახდა საბოლოო“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში.

ბიუჯეტის ფულის მითვისებისთვის ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ.

ლარი 1.93 თეთრით კიდევ გამყარდა

11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.93 თეთრი შეადგინა.

 

კახა კალაძე: 14 დეკემბრის აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს გასცდა და ყველა ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა

დედაქალაქის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს 14 დეკემბერს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

 
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველომ მთის საერთაშორისო დღე წელს მეორედ აღნიშნა. 

ლევან დავითაშვილი: ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ, მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ

„ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ“,-  ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

"წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის" - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

ახალგაზრდა დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, მაგრამ დაუღალავი შრომით, სწავლით მიაღწია იმას, რომ მას დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის დიზაინერი იცნობს.

"ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ

შპს "ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche", მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას მართავენ.

დავით ზალკალიანი: დასახული მიზნების განსახორციელებლად ევროპული პერსპექტივა გვჭირდება 

ცნობილი ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გონივრულია, მისასალმებელია, კარგია – გამოხმაურებები „ევროპაბეთის“ „პასუხისმგებლიან თამაშზე“

სპორტსმენები, აქტივისტები და სხვა ცნობილი ადამიანები ბოლო ორი დღეა, აქტიურად ეხმაურებიან „ევროპაბეთის“ ახალ სოციალურ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ და დადებითად აფასებენ კომპანიის ამ ინიციატივას.

დავით ზალკალიანმა მოსკოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა APA-სთან ინტერვიუში მოსკოვს მოუწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ. 

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა აღმართეს 

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

 

 
პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით კახა ბექაური აირჩია

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების გადაწყვეტილებით, კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული.

კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული თარგის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარედ არსებული თარგი გაამწვანა.

დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ

დამოუკიდებელი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა

საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $151 მლნ-ს (448 მლნ ლარი) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.