როგორც ინაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" 7 წელია ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს.
ინაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითია.
"ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება დაუწერა მხოლოდ საკუთარ თავს მაჟორიტარ დეპუტატებს. არცერთ ოლქში ხაზი მინდა გავუსვა "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა სხვა პარტიის კანდიდატების გამარჯვება. პირადად მე სრულიად ხილული და ნათელი გაყალბების გზით, ყველამ კარგად იცით ორჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოს არჩევნებში.სხვათაშორის საგარეჯოში მოსახლეობას დღესაც მე ვგონივარ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ხშირად მომმართავენ როგორც მაჟორიტარს. ჩვენ კარგად ვაცნობიერბთ თუ რა კრიზისი და რა პროცესი ვითარდება ქვეყანაში. მოსახლეობამ კარგად იცის და კარგად ესმის რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება საქართველოში იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად. გამონაკლისი არ არის არც „ქართული ოცნება“.
"ქართული ოცნება" 7 წელია ატყუებს ხალხს და პირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითია. სრულიად საქართველოსთვის ნათელია, რომ ხელისუფლება დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია, ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. ამ ვითარებაში ჩვენ საქართველოს "პატრიოტთა ალიანსი", როგორც მე ვაცხადებდი პლენარულ სხდომებზე და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ თუ ჩავარდება კენჭისყრა დაიწყება ქვეყანაში უმძიმესი პროცესები.
ამიტომ ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყებ საპროტესტო აქციებზე, პირველი აქცია ჩატარდება კვირას, 17 ნოემბერს 17:00 საათზე თბილისის რესპუბლიკის მოედანზე. მოვუწოდებთ ყველას, ჩვენს მხადამჭერებს მშვიდად, ჭკვიანურად, ბრძნულად უნდა ვიმოქმედოთ.სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მივმართავ, მათი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად შემოგვიერთდნენ", - განაცხადა ინაშვილმა.