„მოდით ნუ შევქმნით ქარიშხალს ჭიქაში. ვუყურებდი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს და რეალურად გარეთ იყო შეკრებილი პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა, რომ იქ ხდებოდა რაღაც უბედურება.
ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას, ყველაფერი იქნება მშვიდად. ისინი თუ გააგრძელებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას კიდევ უფრო მეტს წააგებენ შემდეგი არჩევნებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.