აკაკი ზოიძე: კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო

„კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი იყო ყოველთვის ხელშეუხებელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ჩვენი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჭეშმარიტი პატრიოტი, პატივსაცემი ადამიანი, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა პრაქტიკულად მძევლად აიყვანეს, მაშინ როდესაც ის პაციენტის ჯანმრთელობის გადასარჩენად, მის დასახმარებლად იყო წასული ოკუპირებულ რეგიონში. საზღვრისპირა სოფლებში, სადაც არაადამიანური და ჩაკეტილი საზღვრის პირობები გრძელდება, სწორედ ამ ოკუპანტების ხელისუფლებამ, მარიონეტულმა, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გადარჩენის შანსი წაართვა უკვე ერთ ქალბატონს, რომელიც დაიღუპა იმის გამო, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და ამავე საოკუპაციო რეჟიმმა რისკის ქვეშ დააყენა მეორე ადამიანის სიცოცხლე. ეს გრძელდება ყოველდღიურად. ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მიაღწიეს არაადამიანურობის  მწვერვალს იმით, რომ ექიმი მძევლად აიყვანეს და ჩასვეს ორი თვით იქ, სადაც რაც ხდება, ყველამ ერთად ვიხილეთ“, – განაცხადა ზოიძემ.


მისი თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს.


„ეს არის მიუღებელი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კულუარულად, შიგნით და გარეთ, ყველანაირი მეთოდებით ოფიციალური თუ არაოფიციალური არხებით. აქამდეც განცხადება იმიტომ არ იყო გაკეთებული, რომ ყველაფერი კეთდებოდა არაოფიციალური არხებით და ვცდილობდით მკვეთრი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რათა მაქსიმალურად გაგვეზარდა შანსი, რომ ოკუპანტები გონს მოეგებოდნენ და გამოუშვებდნენ ბატონ ვაჟას. როდესაც ახლა ეს გადაწყვეტილება მიღებულია, უნდა ვეცადოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართვით, არა მხოლოდ ოფიციალური დიპლომატიური წრეების, არამედ საერთაშორისო წითელი ჯვრის, ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეთ“ ჩართვით უზრუნველვყოთ ეს. ექიმი, ჯანმრთელობა, სიცოცხლე არ ცნობს საზღვრებს, ეს ფუნდამენტური ადამიანური პრინციპი დაარღვია ოკუპანტმა  ხელისუფლებამ და კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი სახე. ყველამ ერთად მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ოკუპანტი ხელისუფლების ეს აღმაშფოთებელი, არაადამიანური და აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი შეწყდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.


შეგახსენებთ რომ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. 
 
 


კახა კალაძე ქუთაისში მიმდინარე აქციაზე: დაპირისპირება არ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა ეს კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

გიგი უგულავა: ქუთაისიდან ჩვენი მთავარი გზავნილია დაგვიბრუნონ პროპორციული არჩევნები

"თუ  დღეს ხმა არ ამოვიღეთ უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ 2040 წლამდე შეიძლება ვერაფერი მოვახერხოთ“, -ამის შესახებ "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“  საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა.

მიხეილ ჩხენკელი: განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა.

 

კახა კალაძე: 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

 
რუსეთმა „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე მთავარი მოწმე გააქცია

მოსკოვი თავისი დეზინფორმაციული ომით მარცხის წინაშე დგება.

ვიქტორ დოლიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან  შეხვედრა გამართა.  

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ99-კმ126 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რე|ბანკის საახალწლო აქცია

რე|ბანკი ტოპ|ქარდის მომხმარებლებს საახალწლოდ განვადების გაორმაგებულ ვადებს სთავაზობს, ხოლო მათ, ვისაც ტოპ|ქარდი ჯერ არ აქვს, ბარათის აღების  შემთხვევაში 50-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ*.

შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე გამართული ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

 

პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. 

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სამეგრელოში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ჩხოროწყუში პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

მიხეილ ყაველაშვილი: როგორ გგონიათ, იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიები მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებენ?! 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანის სტაბილურობას საფთხეს შეუქმნის.

მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა მთელი ქვეყანა აქციებმა მოიცვას

"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა მთელი ქვეყანა აქციებმა მოიცვას, ვერ შეძლებენ სახელმწიფოს სტაბილურობის შერყევას",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ ხალხში გავალთ და კანონპროექტს გავაცნობთ

მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომით უკმაყოფილოა.

უკრაინის ელჩი: დიპლომატებს გვსურს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი წარიმართოს

საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იგორ დოლგოვის თქმით,  ქართველმა ხალხმა საარჩევნო სისტემის ქართული მოდელი უნდა განიხილოს და არა გერმანულ-ამერიკული.

თიბისის მომხმარებლებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე შესაძლებელია

თიბისის ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია.

მამუკა მდინარაძე: პროპორციულის საპირისპირო საარჩევნო სისტემაზე არც უნდა ვისაუბროთ

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

ბურჯანაძე: რუსეთის საგარეო უწყება და მინისტრი მოწადინებულია, ხელი შეუწყონ ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფულების პროცესს

"არცერთი ჩემი ნაბიჯი არასოდეს, არც ახლა, არც მომავალში  არ აზიანებდა და არ დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, -ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.