ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდება რამდენიმე დღეში. ახლა ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის ოჯახს - ქალბატონ თამილას, მის ქალიშვილებს, რომლებიც მე გუშინ მოვინახულე. იგი დაუბრუნდება მის პროფესიულ საქმიანობას, რომელსაც ასრულებს ყოველთვის მაღალკვალიფიციურად. მკურნალობდა როგორც ოს, ისე აფხაზ პაციენტებს.  მას აქვს ჰიპოკრატეს ფიცი დადებული, დარწმუნებული ვარ ადამიანური ღირსებისა და მოქალაქეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე,  რომ ძალიან მალე შეძლებს ამ საქმიანობის გაგრძელებას.


ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ჩვენ რამდენიმე არხით გვაქვს ეს ინფორმაცია მიღებული. მათ შორის მათი მხრიდანაც, რომელსაც რეგულარულად ვამოწმებთ ცხელი ხაზით.


მე ვერაფრით ვერ გეტყვით ახლა რომელი წყაროებით და როგორ, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც განცხადებას ვაკეთებ ამის საფუძველი მაქვს. ცხადია, ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართულია ახლა იმისკენ, რომ ბატონი ვაჟა იქნეს მალე გათავისუფლებული. დღეს ის ფაქტობრივად ერთგვარი სიმბოლოა იმისა, თუ რა მთავარი გამოწვევა აქვს ქვეყანას და  რა უნდა დავძლიოთ აუცილებლად.


მე ბატონი ვაჟას მიმართ გამოვხატავ ძალიან დიდ  პატივისცემას, მას და მის ოჯახს მადლობას ვუხდი გამძლეობისათვის. ეს არ არის  მარტივი.


ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმი. არაერთხელ გაუწევია პაციენტებისთვის დახმარება თბილისში, როდესაც ისინი გადმოდიან. დარწმუნებული ვარ დღეის მერეც ისიც და მისი კოლეგებიც, რომლებიც ძალიან სამართლიანად არიან აღშფოთებულები ამ გაუგონარი მოქმედების გამო, მომავალშიც გააგრძელებენ კეთილსინდისიერად პაციენტების მკურნალობას, მიუხედავად მათი ეთნიკურობის. ეს მათ თავად თქვეს. ეს არის ჩემთვის საპატივცემულო ხალხი და რა თქმა უნდა ექიმებს არ გააჩნიათ საზღვრები მით უფრო არ არსებული საზღვრები საკუთარ ქვეყანაში", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.


ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა.ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ცხინვალის სასამართლოში განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება.


ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებენ

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. 

ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტური პროექტი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტური პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას  დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. 

ნიუ- ჯერსიში ორმხრივ სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსიში სამართალდამცველებსა და შეიარაღებულებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. 

ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა საბჭო ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს

ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, მომავალ წელს 4 პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შშმ პირთა უფლებები.

გიორგი გახარია -  სეზონისთვის, მთის კურორტების ყველა შესაბამისი კომპონენტით მზაობა ძირითადი ამოცანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე სეზონისთვის, მთის კურორტების ყველა შესაბამისი კომპონენტით მზაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და ორ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა

გვიან ღამით პარლამენტის წინ  უცნობ მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო.

თეა წულუკიანი: ექსპერტებმა კეთილი ინებონ და ქართული მართლმსაჯულება ამოიღონ ნაგვიდან

„ექსპერტებმა  ქართულ მართლმსაჯულებას ნაგავში გადაუძახეს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ქართულს არ ვაფასებთ, მიდრეკილება გვაქვს იმისკენ, რას იტყვის უცხოელი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ქიბარ ხალვაში: სტრასბურგის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი 2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა

"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა", - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"აფხაზური კულტურა ქართული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც ზრუნვა სჭირდება"- მეცნიერების მიმართვა 

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციტივით საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართა.

გიორგი გიორგაძე „ევროპაბეთზე“: პასუხისმგებლიანი თამაშისკენ მოწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან

ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი, გიორგი გიორგაძე კომპანია „ევროპაბეთის“ მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას დადებითად აფასებს და მოუწოდებს სხვა თამაშების კომპანიებს, რომ გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში.

ქეთევან ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს.

პაატა სალია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: წერტილი დაესვა სპეკულაციებს, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე

"დღეს, საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს იმის თაობაზე, იყო თუ არა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები“ ,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნატახტარში წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. 

 
ნათია თურნავა: ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა

„მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე მეწარმეებისთვის პროცედურების გამარტივება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, წიაღით სარგებლობის ლიცენზიატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადასცა.

ნათია თურნავა: 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ

„დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ.

ცოტნე ზურაბიანი: უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები

„უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები. ეს არახალია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ესაა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ წლების განმავლობაში და არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია. ახლაც ანალოგიური მეთოდებით ეცადნენ, რომ დეზინფორმაციის საშუალებით გარკვეული აზრი შეექმნათ, მაგრამ როგორც ბევრჯერ, ისე ახლაც, აბსოლუტურად წარუმატებელი იყო მათი მცდელობა“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი: რატომღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით

„ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.