"დღეს, 2019 წლის 18 ნოემბერს, დღის 14.00 საათზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) ცხინვალის ციხეში მოინახულა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს დაუკავშირდა 14 ნოემბერს. მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ბ-ნ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს გაიტაცეს. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ცხინვალის სასამართლოში განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება.
ექიმის ვაჟა გაფრინდაშილის მხრადამჭერი, "თეთრი ხალათების" აქცია დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა.