ლაშა დარსალიამ ჟენევაში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მწვავედ დაისვა ბოლო დროს ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.


მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე და თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ყველა ღონეს მიმართონ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.


ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალგორის კიდევ ერთ მკვიდრს - თამარ გიგაურს არ ეძლევა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისა და საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ლაშა დარსალიას თქმით, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობასრულ იზოლაციაში მოექცა, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.


ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მწვავედ დასვა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას. საუბარი შეეხო უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამწვავების კონტექსტში.


გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია, დროულად მოეფინოს ნათელი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საქმეს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობასკონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. აღინიშნა პროგრესის მიღწევის აუცილებლობა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.


ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.


 


"საპარტნიორო ფონდი" "ვანრიკ აგროს" მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონს აცხადებს

აუქციონის პირობების გაცნობა დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.


დიმიტრი ხუნდაძე: ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო

„ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

"დემოკრატიული მოძრაობა" : ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში ყოფნის დროს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ბოდიში არ  მოუხდია. 

პროკურორი: მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სხვა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში

„მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნებს გაისადვე, იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას

„დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო “ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“.

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს აირი დარსალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუცია შენი ინტერპრეტირებით მოკლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

ნიკა გვარამია: სამართალდამცავი სისტემა გრიფი "საიდუმლოს" აბსურდულად იყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. 

ციხელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება პრიორიტეტული ამოცანა იყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების  კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარინა კუიუნძიჩსა და ევროკავშირის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგს შეხვდა.

პარლამენტს უზენაესის მოსამართლედ ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი აირჩია.

ოპოზიცია რეგიონებში აქციას 10 დღის განმავლობაში გამართავს 

რეგიონებში ოპოზიციის აქცია გაგრძელდება და ის 10 დღის განმავლობაში გაიმართება. 

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

„აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადების და ისეთი ინციდენტები გამო როგორიც, ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. ეს სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ეუთოს პრინციპებს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაზე.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. 

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, გაუპატიურებაში ბრალდებული ჩხოროწყეული პოლიციელის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურორი: ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ლარი გამყარებას განაგრძობს

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9466 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.

თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია შეაჯამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.

მაია ცქიტიშვილი: არ მგონია, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იყოს

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანას პარტიული დემოკრატიის ბევრად უკეთ განვითარებაში დაეხმარებოდა.