როგორც "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, კვირის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +15-20 გრადუსი იქნება.
"მთიან რაიონებში დაახლოებით +12+17 გრადუსი, მაღალმთაში +10+15. ამავდროულად, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება და შენარჩუნდება კვირის ჩათვლით აღმოსავლეთის ძლიერი ქარი დრო გამოშვებით. ეს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობს ეკუთვნის", - აღნიშნა გვაზავამ.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სინოპტიკოსი ამბობს, რომ ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის ჩათვლით ღამით +6, ხოლო დღისით +2+7 გრადუსი იქნება.
"23-24 ნოემბერს შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურამ კიდევ დაიკლოს, ღამით +3 გრადუსიდან დღისით +5 გრადუსამდე იქნება“,- აღნიშნა გვაზავამ.
სინოპტიკოსი არ გამორიცხავს რომ თბილისის შემოგარენში მცირე ნალექის სახით თოვლ-ჭყაპი იყოს.
„ქალაქის შემოგარენში მოსალოდნელია მცირე ნალექი. შესაძლოა თოვლ-ჭყაპი მცირე რაოდენობით მოვიდეს და აგრეთვე მოთოვოს აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში, მაგრამ ძლიერი თოვა არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.