გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა.

რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისი სერტიფიკატი, კომპანია დაჯარიმდა. მშენებლობაზე მეალმე ის ადამიანია, რომელიც ამწე კრანის ოპერატორს ალმით მიანიშნებს ისრის და შესაბამისად, მასზე დაკიდებული ტვირთის აწევის, გადაადგილების და დაშვების მიმართულებას.


ვიდრე საქმე ჯარიმამდე, ან მშენებლობის კანონის დაცვით მიმდინარეობის დადასტურებამდე მივა, პროცესს სჭირდება შემოწმების გავლა, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები ატარებენ. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი პრობლემას ამ შემმოწმებლების რაოდენობის სიმცირეში და მათ დაბალ ანაზღაურებაში ხედავს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მშენებლობის პროცესს.


„დღეს, მერიის ურბანულ სამსახურში 5-ჯერ ნაკლები შემმოწმებელი მუშაობს, ვიდრე საჭიროა (რომელთა მოვალეობაშიც პროექტის შემოწმება შედის). რეალურად 5–ჯერ მეტი ასეთი კადრია საჭირო. უკვე დიდი ხანია, მუნიციპალიტეტის მთავრობას გამოცხადებული აქვს ვაკანსიაც, მაგრამ ასეთი კვალიფიკაციის სპეციალისტები საჯარო უწყებაში არსებულ ხელფასზე არ იმუშავებენ. შესაბამისად, შეუვსებელია ვაკანტური ადგილები და მენაშენეებსაც რიგში უწევთ დგომა“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.


ზემოხსენებული პრობლემები მცირე ჩამონათვალია იმ „გვერდითი ეფექტებისა“, რომლებიც ახალი რეგულაციების, შეიძლება ითქვას, მყისიერი შემოღების შედეგად გაჩნდა. ყველაზე პრობლემური კი ის არის, რომ გარკვეული დარღვევების შემთხვევაში მშენებლობები საერთოდ ჩერდება და, შესაბამისად, ფერხდება ეკონომიკის დარგი, რომელზეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7,24% მოდის. ამას თუ დავამატებთ იმ ბიზნესებს (საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა, ნივთები, ავეჯი, სარემონტო მასალები და სხვ.), გამოდის, რომ სამშენებლო სექტორი პირდაპირ და ირიბად ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 30%–ს აჭარბებს.


აქედან გამომდინარე, „მენაშენეთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ რეგულაციები აუცილებელი, მაგრამ ეტაპობრივად დასანერგი იყო.



 


„ვეთანხმებით ამ ნორმებს, ევროპულ სტანდარტებს და არ მგონია ჩემზე მეტად ვინმეს უნდოდეს მშენებლობის განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა, მაგრამ მხოლოდ ამ სეგმენტით ხომ ვერ გადავა ქვეყანა ახალ სტანდარტებზე, მარტო მშენებლობა ხომ არ უნდა განვავითაროთ? იგივე, მაგალითად, დასავლური სტანდარტებით პოლიციელი უნდა აბარებდეს გარკვეულ ნორმატივებს, 15 წუთში უნდა გაირბინოს რაღაც მანძილი, პირობითად 10–ჯერ უნდა აიზიდოს ძელზე და ა.შ. დავუშვათ, მე–12 სართულზე ხდება დანაშაული და ლიფტი არ არის – პოლიციელმა ხომ უნდა შეძლოს შემთხვევის ადგილამდე მისვლა? და რა ხდება, თუ პოლიციელი ამ ნორმატივებს ვერ აბარებს? – გავუშვათ სამსახურიდან? ათიდან რვა პოლიციელს ხომ არ დავითხოვთ სამსახურიდან?“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


მისივე თქმით, სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 90%–ით არის შემცირებული. ამის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი მერიის მიერ ნებართვების გაცემის გამკაცრებაცაა. მერიის ახალი პოლიტიკის შედეგად 63%–ით შემცირდა ნებართვების გაცემა, უშუალოდ მშენებლობები კი 50%–ით შეიკვეცა.


ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ მშენებლობაში ინვესტირება ნებართვის გაცემის შემდეგ იწყება. არ არსებობს ნებართვა – არ არის ინვესტიცია. ხშირად ისეც ხდება, რომ საქართველოში ჩამოტანილი ათობით მილიონი დოლარი, ნებართვის ვერმიღების გამო, სხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში გაედინება, სადაც სულ რაღაც 2 წლის წინ თითქმის არავინ დებდა ფულს მშენებლობაში.


მენაშენეები ფიქრობენ, რომ სამშენებლო სექტორთან მიმართებაში კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს რეგულაციების გვერდითი ეფექტები და გზა გაეხსნას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანეს დარში.


შესაბამისად - გაზრდილი ბიუროკრატიის გამო მივიღებთ ეკონომიკის შემცირებას, ხოლო რეგულაციების შედეგად ვიღებთ გაძვირებულ ბინებს. დაახლოებით 100$-ით უკვე გაძვირებულია თვითღირებულება და შესაბამისად ეს ნელ-ნელა უკვე გასაყიდ ფასშიც ჰპოვებს ასახვას


გიგი უგულავას 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ირაკლი ჩიქოვანი: მიღწეულია შეთანხმება, რომ სუამ-ის ქვეყნებმა შექმნან ერთიანი ეკონომიკური ზონა

"მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება".

საბერძნეთი მზადაა ამერიკული სამხედრო ბაზის განსათავსებლად თუ მას თურქეთიდან გასვლა მოუწევს

საბერძნეთს შეუძლია ამერიკული სამხედრო ბაზები მის ტერიტორიაზე განათავსოს, თუ ისინი იძულებულნი გახდებიან დატოვონ თურქეთი. ამის შესახებ რუსული მედია ბერძენ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსთავში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - არის მსხვერპლი

რუსთავში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, რომელთაგან ერთი დაიღუპა მეორე კი დაშავდა.

აშშ-ს საელჩო: ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ზოგიერთ მოსამართლეს არ აქვს საუკეთესო კვალიფიკაცია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ პოზიცია დააფიქსირა. უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

მამუკა მდინარაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე მოგვიწია წასვლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც იმ კრიტერიუმების განსაზღვრას შეეხებოდა, რომლითაც უკვე არჩეული 14 მოსამართლის შეირჩევა მოხდა.

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.

პროკურატურა გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდებასა და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს

პროკურატურა "ვროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

გიორგი გახარია: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კოფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას

"ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას".

თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

თსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა და ახალ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე ესაუბრა.

გიორგი მიქაუტაძე: არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლოში

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული უვადო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს. 

მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა, როდესაც კომიტეტის სხდომის შესვენებისას, მანდატურის სამსახურმა ერთ-ერთი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს პლენარულ სხდომაზე უვადო მოსამართლეებად აირჩიეს, ფიცი დადეს.

"დარჩენილ დროს გამოსავლის გზებზე ფიქრს მოვახმარ" - ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადის. მან შესაბამისი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღო.

ლევან გოგიჩაიშვილი: "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა უნდა გავიტანოთ

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გამართული კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო მოვლენაა.

ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები.

ზუგდიდში გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

კობახიძე უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ

"მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ", - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგებს, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცეს.

ლარი 2.35 თეთრით გამყარდა

12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც  დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.35 თეთრი შეადგინა.
 

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა.