ოზურგეთში ოპოზიციას თალაკვაძის ოფისის კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს.
ბიუროს ვერც ბოქლომი დაადეს და საზოგადოებამ “სირცხვილიას” აქტივისტებს დაჟანგული ბოქლომიც გადასცა საჩუქრად.
ნაციონალური მოძრაობის 15-მდე აქტივისტმა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აქცია დაასრულა.
ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.