მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ დღეს მაჟორიტარულ ოლქების „დაბოქლომების“ საკითხზეც გააკეთა კომენტარი.
„ჩვენ გვიწევს ისინი დავიცვათ საზოგადოებისგან. დღეს ასეთი შედეგი იყო, ზოგან მივიდნენ და გამოაგდეს, კიდევ კარგი იყო პოლიცია, თორემ მიიღებდნენ უფრო მძიმე შედეგებს. ამ მძიმე შედეგების გამოსარიცხად, მე პირადად გუშინ მთელი ღამე ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, რათა დამერწმუნებინა ჩვენი მომხრეები და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც პირადად მე მირეკავდა და მთხოვდა დახვედროდნენ , ამას ჩვენ არ დავუშვებთ, რაც არ უნდა მუხტი იყოს ჩვენს მომხრეებში თუ საზოგაოდების ძალიან დიდ ნაწილში. ჩვენ ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას, ისინი თავიანთ რეპუტაციას არ უფრთიხლდებიან, საუბარია მავნებელ, გაცვეთილ, ძველი მეთოდებით მოქმედ, უპროგრესო მეორად კმარელებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.