ქეთევან ციხელაშვილი: ყველა მცდელობის მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი მაინც უკანონო პატიმრობაშია, რაც გაუმართლებელია 

"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით,  ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ევროინტეგრაციის კუთხით ძალიან ბევრს მიაღწია. რეფორმების თვალსაზრისით იგი რეგიონში წამყვანი ქვეყანაა და  არაერთი ხელშესახები შედეგი არსებობს. მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოების, ადამიანის უფლებების, ტურიზმის, ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით  და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისათვის, უვიზო მიმოსვლის მიღწევით.


თუმცა, ქეთევან ციხელაშვილმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები  უვიზოდ მოგზაურობენ ათასობით კილომეტრის იქით, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებში, რამდენიმე მეტრში ვერ ახერხებს გადაადგილებას რათა სამეურნეო მიწაზე მივიდეს, სასაფლაო მოინახულოს, ან მეზობელს ხელი ჩამოართვას, რადგან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ორი რეგიონის იზოლირებას ახდენს. 


„დღეს ვისაუბრე კონკრეტულ პრობლემებზე, ადამიანებზე, რომლებიც სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ იმ პირობებში, როცა ერთადერთი გადასასვლელი ახალგორის მიმართულებით უკვე მესამე  თვეა ჩაკეტილია და ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი გვაქვს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს, ვთხოვე, რომ ამის თაობაზე ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერონ, რადან ეს კრიტიკული ჰუმანიტარული საკითხია. 


ვისაუბრე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე, რომელიც ყველა მცდელობის მიუხედავად დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება, რაც მიუღებელი და გაუმართლებელია. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აქცია გამართა მის მხარდასაჭერად და პროტესტის გამოსახატავად იმ უკანონობის მიმართ, რომელსაც ადგილი აქვს. მე მივმართე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს სხვა ქვეყნებიდან, რომ  მათაც შეუერთონ ხმა, რადგან ეს არის გამოვლინება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიმართ, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, არამედ მთლიანად იმ პოლიტიკისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს.


„მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, განგრძობითი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტია. ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი დღის წესრიგში ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა დავეხმაროთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, შევძლოთ ერთიანად და ქმედითად ვუპასუხოთ მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს  - გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფით, ადამიანის უფლებების დაცვით და იმ მახინჯი პრაქტიკის შეწყვეტით, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების წამოჭრა რუსეთთან, აბსოლუტურად ყველა პარტნიორის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. 


„ასევე, ვიმუშაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის უფრო კომპლექსურ ხედვებზე. ჩვენ ამისთვის პროაქტიული სამშვიდობო ინიციატივები გვაქვს, რასაც მთელი მსოფლიო და მათ შორის ევროკავშირი მხარს უჭერს. სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან კონკრეტული და განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ხალხთა შორის კონტაქტისა და ნდობის აღდგენაში. ამით დაიმსხვრევა ის ხილული თუ უხილავი კედლები, რასაც რუსეთი მავთულხლართებითა და პროპაგანდით აგებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე აღინიშნა.  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2009 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება. იგი  სამოქალაქო საზოგადოების 200-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირიდან. აქ აგრეთვე იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები.


ამერიკელი კონგრესმენები: "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას

ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ხელახლა იწყებენ ძველი საქმეების გამოძიებას.

ამერიკელი კონგრესმენები: ანაკლიის პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო შეშფოთებულები ვართ

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო შეშფოთებულები ვართ",-ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.

თსუ-ს რექტორი: ვინც თვლის, რომ მისი საავტორო უფლებები დარღვეულია, აუცილებლად მიმართოს სასამართლოს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა

დღეს გამართულ სხდომაზე საპროკურორო საბჭომ განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარმოდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს ასაჯაროვებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

გიორგი გახარია ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბოლო პერიოდში მის წინაღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

საქართველოს საელჩო ჩინეთში "კორონავირუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ე.წ. ჩინურ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

რევოლუციური ტექნოლოგიის შემქმნელი ამერიკელი მეცნიერი საქართველოს მომავალზე მამუკა ბახტაძესთან საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პოსტს, რომელშიც წერია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში, გამოეხმაურა კრიპტოვალუტის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მეწარმე და კარდანო ბლოქჩეინის შემქმნელი ჩარლზ ჰოსკინსონი.

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ გელა ქანთარიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მამა ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

"მოვითხოვე პატრიარქთან პირადი შეხვედრა, რადგან დოკუმენტი მისი ხელმოწერით იყო",-ამის შესახებ PIA.GE -ს მამა ანდრია სარიამ მღვდელლმოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განუცხადა.

მამა ანდრია სარიას განცხადებით, მას პატრიარქის მოსაყდრე შიო დაემუქრა 

მამა ანდრია სარია PIA.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მას მღვდელმსახურებების შეჩერებით დაემუქრა.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც კვლევებით და სადავო რეიტინგებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, ნებისმიერი უცხოელის თითოეული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც არც კვლევებით და არც სადავო რეიტინგებით არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რასაც ნებისმიერი უცხოელი იტყვის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

მიხეილ ჩხენკელმა მაკმილანის ხელმძღვანელობასთან სკოლებში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის გეგმები განიხილა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია - მაკმილანის ხელმძღვანელობასთან.

კრისტიან ტერეში: თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა

„დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს“, - განაცხადა ეურონესტის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერეშმა.

გიორგი გახარიამ და სლოვენიის პრემიერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას მარიან შარეცს შეხვდა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ბრწყინვალე ურთიერთობაა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი აცხადებს, რომ საქართველოსთან ქვეყანას ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს.

ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამოსცა.

თსუ-ს რექტორი პლაგიატის ბრალდებას უარყოფს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ლექტორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალდებას პლაგიატთან დაკავშირებით უარყოფს და ამ საკითხის წამოჭრას უნივერსიტეტის წარმატებას უკავშირებს.

გიორგი ჭიღვარია: "ტორპედოსთან" დაკავშირებით იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებები გრძელდება 

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთან" დაკავშირებით იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებები გრძელდება.