ქიბარ ხალვაში: სტრასბურგის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი 2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა

"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა", - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ქიბარ ხალვაშის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი ნარატივი, რომ ქართული სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამება და ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი იყო. 


"რუსთავი 2"-ის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არც ერთი უფლება არ დარღვეულა.


ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მივმართე სასამართლოს "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნების მოთხოვნით, ჩემს მიერ წარმოებულ დავასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მოისმინა უამრავი ტყუილი, რაც  სამწუხაროდ, სწორედ "რუსთავი2"-ის ეთერით ვრცელდებოდა. დღეს ყველა დარწმუნდა, რომ განცხადებები სასამართლოს მიკერძოებულობასთან, მხარის უფლებების შეზღუდვასთან, სახელმწიფოს ჩარევასთან დაკავშირებით ტყუილი აღმოჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილების გამომტანი პალატის მოსამართლეების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობებზე.


თითქმის ხუთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბოლომდე გაიზიარა და ტელეკომპანია "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.  ამას მოჰყვა არხისათვის ძალიან მტკივნეული პროცესი, როდესაც, რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია დატოვა. ამის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, მიზანმიმართულად ანგრევდა "რუსთავი 2"-ს, არხის ქონებას პირადი კომფორტის შესაქმნელად და საკუთარი გარემოცვისთვის სარგებლის მისაღებად ანიავებდა. ცხადი გახდა, რომ ნიკა გვარამიასთვის, "რუსთავი 2" მხოლოდ სხვისთვის წართმეული იარაღი იყო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებდა, ამის პარალელურად კი, 2015 წლიდან ახალი არხის შესაქმნელად საფუძველს ამზადებდა, რადგანაც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, სამართალი აღსრულდებოდა და "რუსთავი 2" მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა.


მე და ჩემს გუნდს, სწორედ, ამ ვითარებაში მოგვიწია ტელეკომპანიის გადაბარება. ჩვენ მივედით ვალებში ჩაძირულ არხზე, სადაც განადგურებული იყო ტელეკომპანიის ფინანსური მდგრადობა და განიავებული იყო ქონება.


ჩვენ ურთულეს ვითარებაში დავიწყეთ ტელევიზიის ხელახლა მშენებლობა. არხის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი მუშაობით, აუცილებლად კიდევ ერთხელ შევქმნით იმ "რუსთავი 2"-ს, რომლის თითოეულ გადაცემას ელოდა ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობა.


საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2017 წლის მარტში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ  დროებითი ღონისძიება გამოიყენა, მე წერილობით მივეცი პირობა სასამართლოს, რომ არ ვაპირებდი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას. ეს პირობა არაერთხელ გავიმეორე, დავპირდი არხის ჟურნალისტებს და სხვა თანამშრომლებს. იმედი მაქვს, საზოგადოება ხედავს, რომ ჩემი პირობის ერთგული დავრჩი. მაყურებელი ხედავს, რომ არხმა შეინარჩუნა კრიტიკულობა, ამასთანავე, პარტიული დავალებებისგან გათავისუფლებული, არ ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და არ ახდენს ფაქტებით მანიპულაციას.


მე ჩემი პირობის ერთგული ვრჩები - "რუსთავი 2" არის და იქნება ყველაზე ობიექტური, თუმცა ამავდროულად კრიტიკული, საუკეთესო არხი საქართველოში, რომელიც არა ვინმეს პროპაგანდისტული იდეების გამტარი, არამედ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ოჯახი იქნება."- ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს. 


ცნობისთვის, 2019 წლის 9 დეკემბერს 5 მოსამართლისგან შემდგარმა დიდი პალატის კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება 3 საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ. "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საბოლოოა.


დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ირაკლი აბესაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე: საერთო არაფერი ექნება სფეროს განვითარებასთან

"ამას არაფერი ექნება საერთო სფეროს განვითარებასთან",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს.

 

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გოცირიძე: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია

"კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს. 

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.