ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტური პროექტი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტური პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას  დაესწრო.

როგორც თანდილაშვილმა განაცხადა, პილოტური პროექტი სამინისტროს სააუზო მართვის გეგმების სგშ-ს განხორციელების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.


"ევროკავშირის დაფინანსებით ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც წყლის სექტორში სტრატეგიული დოკუმენტებისთვის სტრატეგიული შეფასების ჩატარებას გულისხმობს. პროექტი საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი დაძლევისთვის. პროქტის განხილვის ეტაპზე, შემუშავდება სტრატეგიული შეფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს წყლის სექტორში სტრატეგიულ დოკუმენტებზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებაში დაეხმარება", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.


საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის  სგშ-ს პილოტური პროექტის ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების და ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის მომზადების პროცესის გაცნობა იყო.


შეხვედრის მონაწილეებმა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სგშ-ს პილოტური პროექტის განხორციელების დადებითი მხარეები და ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები განიხილეს.


პილოტური პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და ევროკავშირის პროგრამის "წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის" შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.


აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორი სახელმწიფოების მიერ წყლის რესურსების სექტორში განსახორციელებელი რეფორმების გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებას.


საპილოტე პროექტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ევროპული კონსორციუმი (ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტო (ავსტრია) და წყლის საერთაშორისო ოფისის (საფრანგეთი)) ახორციელებენ.


შეხვედრას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო და დონორი ორგანზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.

გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

კახა კალაძე: "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება 

"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ირაკლი აბესაძე განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე: საერთო არაფერი ექნება სფეროს განვითარებასთან

"ამას არაფერი ექნება საერთო სფეროს განვითარებასთან",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს.

 

აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გოცირიძე: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია

"კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა არასწორია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყებად გამოყოფის საკითხს. 

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ტექნოპარკში

2020 წლის 20 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.