საჯარო სამსახური და პროფესიული მემკვიდრეობა – რატომ არ უნდა გადავაყოლოთ ადმინისტრაციულ ცვლილებებს პროფესიონალი კადრები

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს პროფესიული მემკვიდრეობითობის და სახელმწიფოებრივი მეხსიერების დაკარგვას და აცხადებს, რომ საჯარო სამსახურებში მესამე დონის მენეჯერებზე ადმინისტრაციის ცვლილება არ უნდა ვრცელდებოდეს.

საქართველოში ერთგვარი მანკიერი ტრადიცია ჩამოყალიბდა – ამა თუ იმ საჯარო უწყებაში, სამინისტრო იქნება ეს, თუ თვითმმართველი ორგანო, უმაღლესი თანამდებობის პირების შეცვლის დროს იცვლებიან მეორე და მესამე რგოლის მენეჯერებიც. მესამე დონის მენეჯმენტი, იგივე დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსები, ის ადამიანები არიან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სამეურნეო პროცესში და საკმაო გამოცდილებაც აქვთ დაგროვილი.


„მენაშენეთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ასეთი კადრების შეცვლა უწყებებში, დიდ პრობლემებს იწვევს, რადგან კომუნალურ მეურნეობაში შეუძლებელია ახალი კადრი ერკვეოდეს იმ უამრავ პრობლემატიკაში, რომელთა მოწესრიგება და მოგვარება დედაქალაქისთვის ყოველდიღურ აუცილებლობას წარმოადგენს.


„როდესაც არჩევნების შედეგად იცვლება ხელისუფლება, იქნება ეს ცენტრალური მთავრობა თუ თვითმართველობა, ხშირად იცვლებიან ქვედა რგოლების მენეჯერებიც, რაც დაუშვებელია. მე მესმის, რომ პირველი პირი და მოადგილეები პოლიტიკური ფიგურები არიან. მაგრამ სამინისტროში, მერიაში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში, მესამე რანგის მოხელეები, დეპარტამენტის და განყოფილების უფროსები არ შეიძლება ასე იცვლებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ახალ ლიდერს, რომელიც მესამე რანგის მენეჯერებს თანამდებობებიდან გაათავისუფლებს, საჯარო განმარტებების გაკეთება მაინც უნდა დაევალოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ამით იკარგება სახელმწიფო მეხსიერება. მაგალითად, კვირიკაშვილმა და კალაძემ, როდესაც ერთი ეკონომიკის მინისტრი, ხოლო მეორე ენერგეტიკის მინისტრი იყო, არც ერთმა შეცვალა კადრები და შედეგად, შენარჩუნდა „მეხსიერება“ უწყებებში, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ სხვა შემთხვევაზე, როდესაც, მაგალითად წლების წინ, მერიაში ქვედა რგოლის მენეჯმენტი პრაქტიკულად მთლიანად შეცვალეს“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


მისივე თქმით, შედეგად მოხდა ის, რომ ახალმა თანამშრომლებმა დღეს დაიწყეს იმაზე ფიქრი და მივიდნენ იმ გადაწყვეტილებებამდე, რაც 6 წლის წინ უკვე ნაფიქრი ჰქონდა მერიის ეკონომიკური სამსახურის მაშინდელ უფროსს და დაწყებული ჰქონდა კიდეც მუშაობა. ახალი შემადგენლობა დღეს მივიდა იმ აზრამდე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი გაუშვეს და დაიკარგა ე.წ. სახელმწიფო მეხსიერება, მემკვიდრეობითობა.


"გარდა სახელმწიფო მეხსიერების დაკარგვისა და დაწყებული პროცესის დამუხრუჭებისა, სხვა პრობლემებიც იჩენს თავს – მაგალითად, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ სპეციალისტს ეკარგება ინტერესი და იწყებს ფიქრს არა საქმეზე, არამედ პოზიციის, სამსახურის შენარჩუნებაზე“, – მიიჩნევს ირაკლი როსტომაშვილი.


"ერთ კონკრეტულ მაგალითსაც მოგიყვებით - როდესაც კრწანისის გამგებლად დავინიშნე, ჩემი მოადგილე შემოვიდა, ძალიან აღელვებული ჩანდა. რომ ვკითხე, რა მოხდათქო, მითხრა, ბეთლემის ქუჩაზე ქორწილია და ხვალ პურის მოედანზე კანალიზაცია გაიჭედებაო. რატომ უნდა გაიჭედოსთქო? – აი ნახავო. თურმე, ქორწილი რომ მთავრდება, მასპინძლები საჭმლის ნარჩენებს პირდაპირ ყრიან კანალიზაციაში და ზუსტად ორშაბათს, პურის მოედანზე გაჭედილი დამხვდა კანალიზაცია. წარმოიდგინეთ, ამ სპეციალისტმა ზეპირად იცოდა კრწანისის რაიონის საკანალიზაციო სისტემა, სად რომელი კვანძი იყო, სად რა დიამეტრის მილები გადიოდა, სად იყო ჯერ კიდევ ნიკოლოზის დროინდელი მილები და სად თუჯი, – მოგვითხრობს ირაკლი როსტომაშვილი. - სწორედ ამის გამო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არც ერთი თანამშრომელი არ გამეშვა სამსახურიდან”.


დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, დანერგილია ნორმატიული აქტები და სტრატეგიული დოკუმენტები, საჯარო სექტორში მაღალი კვალიფიციის მქონე კადრების შესანარჩუნებლად. საქართველოს შემთხვევაში, კერძო სექტორში გაცილებით მეტი უმაღლესი კვალიფიკაციის კადრი მუშაობს, ვიდრე სახელისუფლებო სტრუქტურებში და ამის საფუძველი საკმაოდ ბანალურია – ხელფასის ოდენობა. თუ კერძო სექტორში საშუალო ხელფასი 1316 ლარია, საჯარო სექტორში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 892 ლარს შეადგენს.


სიახლეები მსგავს თემაზე

„მენაშენეთა ასოციაციის“ რეკომენდაციების კვალდაკვალ თბილისში პარკინგის პრობლემის გადაჭრა რეალობა ხდება

„მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისის მერს კახა კალაძეს, პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში, პარკინგის პრობლემის მოგვარების რეკომენდაციით რამდენჯერმე მიმართა, რომელთა მთავარი პოსტულატი იყო პარკინგის გაძვირება.

ჩრდილოვანი ბიზნესი და მნიშვნელოვანი სტატისტიკის არარსებობა – მენაშენეები იჯარის დაბეგვრის 1%-მდე შემცირებას ითხოვენ

ბინის გაქირავება თბილისში სარფიანი ბიზნესია. ამ სეგმენტში ჩართულ ფიზიკურ პირებს 5%-იანი გადასახადი აქვთ დაწესებული, თუმცა, სხვადასხვა მონაცემით, ამ თანხას ძალიან ცოტა გამქირავებელი იხდის. 

ზუგდიდში პოლიციელს თავს დაესხნენ

ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლებაში პოლიციელს თავს დაესხნენ.

 
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე "განათლების მსოფლიო ფორუმში" მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. 

 სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ბაკურიანში სათხილამურო ტრასა "ნოდო" გაიხსნა

დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა.

სუს-ი ჩორჩანას მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავით მონიშვნაზე განცხადებას ავრცელებს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანან მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავებით მონიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა

ადგილობრივები ხელისუფების წარმომადგენლებს, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ,  ქალაქ ზუგდიდში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (8 000 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. 

 
გურამ ნიკოლაშვილი: „კონგრესმენი მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერასგან“

„კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.