ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ!

„ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია:


„შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ! მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს. შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით! დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა! რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა?! ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია; ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა. ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით.


საქართველო - ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. საქართველო ხომ ღვინის და დიდი ალბათობით, ხორბლის სამშობლოცაა, რადგან სწორედ ჩვენ დაგვარქვა პირველმა ევროპულმა ცივილიზაციამ, საბერძნეთმა - “გეორგია”, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა; სწორედ ქართველურ ტომს, ხალიბებს უკავშირდება პირველი რკინის წარმოება; სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა იასონი ოქროს საწმისის, ანუ ქართველთა საკრალური ცოდნის წასაღებად და არსად სხვაგან. ჩვენში “ლეკვი ლომისა” მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად“, - განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, ჩვენს მიწაზე, “კოლხეთის აკადემიის” ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონალური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია:


„ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი. აქ, ჩვენს მიწაზე, “კოლხეთის აკადემიის” ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონალური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია. შემდგომში ისტორიულმა ქარტეხილებმა სამწუხაროდ მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად  აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების  შენარჩუნება. და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი - “სიტყვის კონით” კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში. მიისწრაფვოდა არა იმიტომ სულხან-საბა, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება.


სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი - ვაჟა-ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას, ზვიადაურის დატირების უფლება. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც  თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად! ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში. ჩვენი სამშობლო - ესაა ევროპული კულტურა. თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც - ქვევრი ღვინისგან, - ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო - ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა


როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღევანდელ ღონისძიებაზე სიტვყით გამოსვლისას აღნიშნა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა - ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში:


„საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა! მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია - ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში! მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია.  დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა - ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად. იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე  მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს; იყო ქართველი - ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას;


ამიტომ, ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ ტკივილი ვერ მოგვერევა და ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს. რადგან საქართველო უკვდავია! უკვდავია მისი კულტურა, მისი დაუდგრომელი სული, რომელიც მუდამ ისწრაფვოდა და ისწრაფვის თავისი ევროპული ოჯახისკენ. და დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება, როდესაც, ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით - რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით.


სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას; სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება; სწორედ ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა! დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით - ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ზომიერებაა - თავისუფლების და პასუხისმგებლობის იდეალური ბალანსი, იდეალური კვეთა. სამწუხაროდ, ევროპულ სივრცეში დაბრუნება დაბალი ნიშნულიდან იმიტომაც გვიწვეს, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თავისუფლების სურნელთ გაბრუებულებმა, პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავაცნობიერეთ და პრაქტიკულად დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა ივანიშვილმა


მისივე თქმით, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო:


„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ. დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო  - სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი. დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.


მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, "ქართული ოცნება" ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ,  არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა. ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი, მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“ - განაცხადა ივანიშვილმა და სიტყვით გამოსვლის დასრულებისას, ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა:


“ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”.  სწორედ ესაა ჩვენი გზა, ესაა ილიას გზა, ესაა ევროპული გზა. ამ ვარსკვლავს მივყვებით ჩვენ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში „გზა ხსნისა“ განათლებაზე გადის. ამიტომ მივეცით ჩვენს თავს უფლება, ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, მის განათლებაში ჩაგვედო. ბევრი ჩვენზე ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა ვერ გაბედავდა, ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაეხარჯა. ჩვენ კი ეს გავბედეთ და გავაკეთეთ. განათლების უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც წელს ჩეყარა საფუძველი, ერთდროულად არის ჩვენი  ქვეყნის შვიდწლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გვირგვინიც და ამბიციური განაცხადიც ჩვენს გარდაუვალ, სამომავლო წარმატებებზე! ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე! გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ სამშობლოს, გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.


ცნობისთვის, დღეს თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ აქცია-ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს“, - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.


ცნობისთვის, დღეს თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ აქცია- ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ" გაიმართა.


ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ მაჭარაში ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

"საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს",- ამის შესახებ პარტია "ეძინაია აფხაზიას" ლიდერმა სერგეი შამბამ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

გურამ ნიკოლაშვილი NDI-ის კვლევებზე: „რეალური რეიტინგი დგინდება არჩევნებზე“ - POSTV - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად"

„NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად", განაცხადა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის განხილვას არ აპირებს 

ალექსეი გონჩარუკი ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა კოემნტარი გააკეთა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მან გონჩარუკის მიერ თანამდებობის დატოვებას მხარი არ დაუჭირა.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მეუღლემ ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდა ნაჯახით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

საქართველოს რკინიგზა 2019 წელს 3 000 000 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს 3 000 000 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია.   

პროკურატუტასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალური პროკურატურის შენობასთან პოლიციამ ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს დარგობრივი ინგლისურის ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სასერთიფიკატო კურსი-“დარგობრივი ინგლისური გარემოსდაცვასა და სოფლის მეურნეობაში” ჩაუტარდათ.

სავალუტო ჯიხურის ჯგუფურად დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს საქართველოში გამოიდარებს.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ავარიულ ობიექტში ცხოვრობენ.

იუტას შტატში სროლა იყო - არიან დაღუპულები

აშშ-ში, იუტას შტატის ქალაქ გრანსვილში საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი-დაიჭრა. ამის შესახებ CNN ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დღეს დილიდან, აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგა.

ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს.

სომხეთში ორი მიწისძვრა მოხდა

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში ორი მიწისძვრა მხოდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. 

კანადა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს $25 000-ს გადაუხდის

კანადის მთავრობა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ცხედრების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯების დასაფარად, $25 000 დოლარს გამოუყოფს.

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

POSTV – „მედია რენტგენი“: რომელ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 

„რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები“, - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს POSTV-ს გადაცემამ „მედია რენტგენი“ მოუყარა თავი.