კობახიძე: ჩვენი შეთავაზება არის იმისთვის, რომ რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ცდუნება არ დარჩეს

"ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის ვინაიდან, ასეთ დროს არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ახალ საარჩევნო შეთანაზებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წელს ჩატარდება არჩევნები შერეული სისტემით, 2014 წლიდან ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე და ყოველი შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით, ეს დადგენილია მოქმედი კონსტიტუციით.


"იმისთის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს, რომ თუ ტარდება რამე ტიპის არჩევნები 2020-დან 2024 წლამდე, ეს არჩევნები ტარდება იგივე სისტემით, რაც იქნება 2020 წლისთვის, ოღონდ ერთი დათქმით, რომ ამ შემთხვევაში არჩეული პარლამენტი, აირჩევა 2024 წლის ბოლომდე ვადით",- განუცხადა "იმედს" ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება".


ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ მაჭარაში ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

"საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს",- ამის შესახებ პარტია "ეძინაია აფხაზიას" ლიდერმა სერგეი შამბამ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

გურამ ნიკოლაშვილი NDI-ის კვლევებზე: „რეალური რეიტინგი დგინდება არჩევნებზე“ - POSTV - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად"

„NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად", განაცხადა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის განხილვას არ აპირებს 

ალექსეი გონჩარუკი ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა კოემნტარი გააკეთა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მან გონჩარუკის მიერ თანამდებობის დატოვებას მხარი არ დაუჭირა.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მეუღლემ ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდა ნაჯახით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

საქართველოს რკინიგზა 2019 წელს 3 000 000 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს 3 000 000 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია.   

პროკურატუტასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალური პროკურატურის შენობასთან პოლიციამ ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს დარგობრივი ინგლისურის ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სასერთიფიკატო კურსი-“დარგობრივი ინგლისური გარემოსდაცვასა და სოფლის მეურნეობაში” ჩაუტარდათ.

სავალუტო ჯიხურის ჯგუფურად დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს საქართველოში გამოიდარებს.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ავარიულ ობიექტში ცხოვრობენ.

იუტას შტატში სროლა იყო - არიან დაღუპულები

აშშ-ში, იუტას შტატის ქალაქ გრანსვილში საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი-დაიჭრა. ამის შესახებ CNN ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დღეს დილიდან, აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგა.

ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს.

სომხეთში ორი მიწისძვრა მოხდა

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში ორი მიწისძვრა მხოდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. 

კანადა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს $25 000-ს გადაუხდის

კანადის მთავრობა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ცხედრების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯების დასაფარად, $25 000 დოლარს გამოუყოფს.

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

POSTV – „მედია რენტგენი“: რომელ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 

„რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები“, - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს POSTV-ს გადაცემამ „მედია რენტგენი“ მოუყარა თავი.