რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს 2007 წლიდან იკავებდა. სამართლის დოქტორი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი 24 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, არის ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის ნომინაციის - „XXI საუკუნის გამოჩენილი ქალები“ გამარჯვებული და „2006 წლის ქალის“ წოდების მფლობელი (აშშ).


2007 წელს მან მიიღო მშვიდობის მსოფლიო მედალი ”სამოქალაქო სამართალის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის” (აშშ), 2003 წელს კი - ღირსების მედალი; ქეთევან ქოქრაშვილი 2007 წლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რეფორმის კომისიის წევრია, 2009 წლიდან დღემდე - იურიდიული განათლების რეფორმის კომისიის წევრი, 2014 წლიდან დღემდე კი - „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის კომისიის წევრია. -


2007 წელი, როდესაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად ამირჩიეს, უნივერსიტეტისთვის უმძიმესი იყო. ეს იყო პერიოდი, როცა უნივერსიტეტს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტთა მიღება. განადგურებული იყო ინფრასტრუქტურა. ეს იყო პერიოდი, როცა უძრავი ქონების ნაწილი „დაკარგული“ იყო. კერძოდ, უნივერსიტეტის ღია სპორტული მოედანი უკანონოდ იყო გაცემული აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით;


2006 წელს ქონების უზუფრუქტით გადმოცემის ხელშეკრულებაში არ იყო უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კორპუსების პირველი სართულები მთლიანად, რომელიც გადაცემული იყო შპს „ორბისთვის“; სტუ-ის პირველი კორპუსის პირველი სართულის ნაწილი; ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი - შახტი-ლაბორატორია კი შეტანილი იყო სააუქციონო სიაში, და კიდევ არაერთი ობიექტი, რომელთა გასხვისება 2006 წლამდე მოხდა. ეს იყო პერიოდი, როცა ხელოვნურად იყო გაზრდილი სტუდენტთა რაოდენობა, არ არსებობდა ბიუჯეტის შედგენის პრინციპი, ბიუჯეტის ხარჯვის წესი და მონიტორინგის სისტემა. შესაბამისად, იმდროინდელი ბიუჯეტი სრულიად გაუგებარი დოკუმენტი იყო.


იმ დროს ბანკთან დადებული იყო ხელშეკრულება, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული სადეპოზიტო პროცენტი, შესაბამისად, უნივერსიტეტს ამ წყაროდან არ ერიცხებოდა არც ერთი თეთრი; გაიჯარებული ფართებიდან შემოსვალი განსაზღვრული იყო მხოლოდ 36 000 ლარით, რისი ამოღებაც, ფაქტობრივად, არ ხდებოდა; უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა კომპანიების მხრიდან უკანონოდ, ყოველგვარი ხელშეკრულებების გარეშე ხორციელდებოდა სამეწარმეო საქმიანობა. ეს კომპანიები სარგებლობდნენ უნივერსიტეტის კომუნალური მომსახურებით და არ იხდიდნენ შესაბამის გადასახადებს; მეტიც, უნივერსიტეტის კომუნალური მომსახურებით უკანონოდ სარგებლობდა სასწავლო კორპუსების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული ნაწილი;


გარდა ამისა, იმ პერიოდში სტუდენტები იხდიდნენ უნივერსიტეტის მიერ დადგენილ გადასახადს ლიფტით მგზავრობაში, დიპლომის ფორმისა და ნებისმიერი სახის ცნობის აღებაში; უნივერსიტეტის ბრძანებით, სტიპენდია გაიცემოდა მხოლოდ ე.წ. უფასო სექტორის სტუდენტებზე; ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული თანხები კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობისთვის, კონფერენციებისთვის, სტუდენტური ღონისძიებებისა და აქტივობებისთვის; თანამშრომლები ხელფასს იღებდნენ ბუღალტერიის სალაროში, ხშირ შემთხვევაში დაგვიანებით; არ არსებობდა თანამშრომელთა მატერიალური წახალისების, სოციალური დახმარებისა და სამივლინებო ფონდები.


- და ქვეყნის უმთავრეს საინჟინრო სკოლას დაკარგული ჰქონდა ავტორიზაცია...


- დიახ, და რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა უნივერსიტეტის იმიჯს. შესაბამისად, შეჩერებული იყო სტუდენტთა მიღება და მობილობის პროცესი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ჩემი მუშაობის ანგარიშს - პრეზენტაციას, რომლითაც უახლოეს მომავალში წარვსდგები უნივერსიტეტის წინაშე - დავარქვი „გზა აღდგენიდან განვითარებამდე“.


ინტერვიუში რთული იქნება ყველა დეტალის გაანალიზება, ამიტომ მოკლედ გაგაცნობთ უმნიშვნელოვანესს, თუ რა გაკეთდა 2007-დან 2020 წლამდე პერიოდში: პირველი და მთავარი - უნივერსიტეტმა 2007-2008 წლებში წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. დაიწყო სტუდენტთა მიღება, დაბრუნდა დაკარგული უძრავი ქონების ნაწილი, რომლის გასხვისებაც 2006 წლამდე ვერ მოხდა (მე-3 და მე-4 კორპუსების პირველი სართულები, 1-ელი კორპუსის პირველი სართულის ნაწილი, შპს „ორბის“ მიერ დაკავებული ტერიტორია, შახტი-ლაბორატორია); ჩატარდა ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საშტატო განრიგების ოპტიმიზაცია; სამსახურში მიღების მიზნით, ჩატარდა კონკურსები; პროფესორთა, ადმინისტრაციისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 150%-დან 350%-მდე; მომსახურე ბანკთან დაიდო ახალი ხელშეკრულება სადეპოზიტო პროცენტის მაქსიმალური ოდენობის გათვალისწინებით; გაუქმდა სალარო და ხელფასების გაცემა დაიწყო საბანკო ბარათებით; გაუქმდა იჯარის ხელშეკრულებები მოიჯარეებთან, რომლებიც წლობით არ იხდიდნენ იჯარის ქირას და შესაბამისი ფართები უნივერსიტეტს სასწავლო დანიშნულებით დაუბრუნდა, მათ შორის, პირველ კორპუსში მოქმედი რესტორნის ნაცვლად შეიქმნა კომპიუტერული ცენტრი; დაიწყო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის ინტერნეტით დაფარვის პროცესი; მოიჯარეთა ნაწილს დაეკისრა დაგროვილი დავალიანების გადახდის ვალდებულება და მხარეთა მოლაპარაკების ანდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შედგა დავალიანების გადახდის გრაფიკები; ფართების უკანონოდ მფლობელ კომპანიათა ნაწილთან გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებები, დანარჩენს ჩამოერთვა უნივერსიტეტის ფართებით უკანონოდ სარგებლობის უფლება; დაიწყო ელექტროენერგიის უკანონოდ მოსარგებლე პირთა „ჩახსნის“ პროცესი; გაუქმდა სტუდენტთა გადასახადი ლიფტით მგზავრობაზე, დიპლომის ფორმაზე, ცნობებზე; დაფინანსების მქონე სტუდენტების გარდა, საუნივერსიტეტო სტიპენდია დაენიშნათ ფასიანი სექტორის სტუდენტებსაც, სტუდენტური სტიპენდია კი 70%-ით გაიზარდა.


უნივერსიოტეტის ბიუჯეტის 1%-მდე გათვალისწინებულ იქნა სტუდენტთა ღონიძიებებისათვის; 2008 წლის საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, დევნილ სტუდენტებს 3 თვის განმავლობაში დაენიშნათ ფულადი დახმარება, ასევე, დაიწყო სოციალურად შეჭირვებულ სტუდენტთათვის სწავლის საფასურის თანადაფინანსების ფონდის ფორმირება; რაც მთავარია, „გასუფთავდა“ სტუდენტთა ხელოვნურად გაზრდილი კონტიგენტი. განხორციელდა კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და პირველად შეიქმნა საფაკულტეტო კომპიუტერული ცენტრები; დაიწყო ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის განახლება და შეიქმნა პირველი ელექტრონული საბიბლიოთეკო კატალოგი, ასევე, გარემონტდა და შესაბამისად აღიჭურვა საფაკულტეტო ბიბლიოთეკები; დაიწყო ლაბორატორიებისა და სასწავლო აუდიტორიების სრული ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ 2007-2009 წლებში, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, მოხდა აქტივების (ძირითადი საშუალებების) აღრიცხვა და აფასება კანონით დადგენილი წესით და მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს დაექვემდებარა.


ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველად შეიქმნა სამეცნიერო კვლევევის (შიდა გრანტების) დაფინანსების ფონდი. 2009-2011 წლებში სრულად რეაბილიტირდა უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საფაკულტეტო ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, მოხდა უახლესი სამეცვნიერო-კვლევითი ლაბორატორიების შეძენა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მუზეუმს, მომდევნო წლებში კი დაფინანსდა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ახალი ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი. გარდა ამისა, მე-9 სასწავლო კორპუსი აღიჭურვა უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით, მე-4 სასწავლო კორპუსში კი ფიზიკის უნიკალური ლაბორატორია განთავსდა.


შეიქმნა BP-ის ლაბორატორია და მოხდა ფართის სრული რეაბილიტაცია, შეიქმნა კრიმინალისტიკის უნიკალური ლაბორატორია, ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის ფაბლაბი, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელსაც წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია. დღეს უნივერსიტეტს ჰყავს 21.380 რეგისტრირებული სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის სარგებლობაშია 12 სასწავლო კორპუსი, მათ შორის 2 რეგიონული კოლეჯის, 8 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და სხვა შენობა-ნაგებობები. შემოსავლების სამსახურში სრულად მოწესრიგებულია უნივერსიტეტის ყველა დეკლარაცია; საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში ყოველთვის დროულად ბარდება ყოველწლიური ბალანსი. ამჟამად გასული წლის ბალანსზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც დასრულდება და ჩაბარდება დადგენილ ვადებში. უნივერსიტეტის ფინანსური (და არა მხოლოდ) მდგომარეობა შემოწმებულია, როგორც სახელმწიფო აუდიტის, ისე დამოუკიდებელი, ტენდერის გზით შერჩეული აუდიტის მიერ, 2018 წლის მონაცემების ჩათვლით.


გვინდა იცოდეთ, რომ 2007 წლიდან უნივერსიტეტს არც ერთ წელს არ ჰქონია ფინანსური პრობლემა ანდა რაიმე სახის ფინანსური დავალიანება, არასოდეს დასდებია რაიმე ტიპის ფინანსური სანქცია, არასდროს დარღვეულა შრომის ანაზღაურების გაცემის ვადა, არ წაგვიგია არცერთი სასამართლო პროცესი. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად აღდგენილია და ავტორიზაცია მიღებულლია. პირველ რიგში, უნივერსიტეტის სახეს წარმოადგენს რექტორი. ბატონი არჩილ ფრანგიშვილის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებულად ითვლება არა მხოლოდ საქართველოში. ჩემი წილი ამ მოცემულობაში კი განისაზღვრება იმით, რომ თავს ყოველთვის აღვიქვამდი ტექნიკური უნივერსიტეტის ერთგულ ქომაგად, პროფესორად, ტექნიკურუნივერსიტეტელად და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება. უნივერსიტეტში არის გუნდი, რომელიც არა ცალკეული სუბიექტების, არა კონკრეტული ადამიანების ერთგულებაზე, არამედ საქმის ერთგულებაზეა დამყარებული - ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქმე ყოველთვის წინ მიდის.


- როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა უნივერსიტეტის ახალი კანცლერი კარლო კოპალიანი საქმის ღირსეული გამგრძელებელი?


- მე მას პიროვნულად არ ვიცნობ, ვიცნობ მის განვლილ გზას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ბატონი კარლო გააკეთებს არაერთ კარგ საქმეს იმისათვის, რომ განვითარების გზაზე დამდგარი ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ უფრო განავითაროს, ამ მიზნით გამოიყენოს თავისი პირადი კავშირებიც, რაც მერწმუნეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმის კეთების პროცესში და კიდევ უფრო მეტი შესძინოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ცხადია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მზად ვარ, ბატონ კარლოს ნებისმიერ დროს დავეხმარო, გავაცნო მთავარი აქცენტები, რასაც ტექნიკური უნივერსიტეტი ემყარება.


- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


- ვრჩები უნივერსიტეტში პროფესორად და მკვლევრად. ამ ეტაპზე, რამდენიმე სამეცნიერო პროექტში ვარ ჩართული, რაც კვლევების ჩატარებას მოითხოვს. ჩავატარო. მარტის თვეში საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება მაქვს დაგეგმილი, თებერვლის ბოლოს კი რომში, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლად ვარ მიწვეული - ჩემ მიერ წარდგენილმა სამეცნიერო სტატიამ გაიმარჯვა.


- დაბოლოს, რა დამსახურებისთვის მიიღო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ისეთი ორგანიზაციის, როგორიცაა IDFI-ი, ორი სერტიფიკატი?


- 2016-2017 წლებში IDFI-მ კვლევა ჩაატარა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობისა და მიზნობრიობის დადგენის თვალსაზრისით, ჩვენგან მოითხოვეს ამ ორი წლის მანძილზე ყოველგვარი ფინანსური ანგარიში. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ორ სერტიფიკატი მიიღოდა IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოვხვდით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და წარმატებული ფინანსური ორგანიზაცია.



გიორგი მარგველაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. მმართველი გუნდი კი, 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევს იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ვერ მისცეს. 

სალომე ზურაბიშვილი: ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. 

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

თბილისის საკრებულოში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ახალ წესზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი" განიხილეს.