ვალერიან გორგილაძე NDI-ს რეიტინგზე: „არ ვიცი, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, გამბედავი...“

„არ ვიცი, რა იდუმალი კავშირი აქვს, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გამბედავი, სექსუალური და ა.შ.“ - განაცხადა ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ NDI-ს ბოლო კვლევებზე საუბრისას POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად.

ექსპერტი სვამს კითხვას: რატომ არ არის რეიტინგების სიაში გიგა ბოკერია.


„რატომ არ არის გიგა ბოკერია რეიტინგულ ლისტინგში? მე რომ მკითხო დღეს, ძალიან ცოტაა ადამიანი, ვინც ქმნის პოლიტიკურ პროცესს, ერთ-ერთი მათ შორის არის გიგა ბოკერია - ნოემბერ-დეკემბრის აქციების ერთ-ერთი მოთავე, ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არ დაკმაყოფილდა კულუარებში ყოფნით და თვითონ აქტიურად მონაწილეობდა პოლიციელების ბულინგში, დარბოდა შეშაზე და ა.შ. ამ აქტორის რეიტინგები ჩვენ არ გვაქვს. სამაგიეროდ ხათუნა სამნიძისა და დავით ბაქრაძის რეიტინგები გვაქვს“, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.


მისი თქმით, ამ კითხვარის შემდგენს იდიოტები ვგონივართ.


„ტოტალურად იდიოტები ვგონივართ. ბაქრაძე იმდენად უინტერესოა, იმდენად ფლეგმატური და არაფრისმაქნისია, ყველა არჩევნებზე სტაბილურად მარცხდება. დიდწილად მას რაღაც დეკორატიული ფუნქცია აქვს, დიმიტრი მედვედევის მაგვარი ტიპია, სწორედ ამის გამო ბაქრაძე, ალბათ, ნაკლებად იწვევს გაღიზიანებას მოსახლეობაში“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.


როგორც ვალერიან გორგილაძე ამბობს, „NDI-ს უნდა იმის თქმა, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი დემოკრატიულობის მაჩვენებელი დაფიქსირდა და ქვეყანაში კრიზისია.


„NDI-ს უნდა იმის თქმა, რომ ქვეყანაში არის კატასტროფა, კრიზისი, საქართველოში ყველაზე დაბალი დემოკრატიულობის მაჩვენებელი დაფიქსირდა, მთელ რიგ სექტორებში არის აბსოლუტურად საშინელი ვითარება, მოსამართლეებს არავინ ენდობა, სამაგიეროდ მაღალი ნდობის რეიტინგი აქვს დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს, მიხეილ სააკაშვილს და სხვა ოპოზიციურ ლიდერებს. ყველაფერს ამზადებს საიმისოდ, საპარლამენტო არჩევნებისთვის კონფიგურაცია როგორ დახვდება“, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.



გიორგი მარგველაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. მმართველი გუნდი კი, 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევს იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ვერ მისცეს. 

სალომე ზურაბიშვილი: ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. 

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

თბილისის საკრებულოში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ახალ წესზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი" განიხილეს.