გოგა ხაინდრავა: ლორა თორნტონის საქმიანობა მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება, აღნიშნული საკითხი სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მყარი პარტნიორია და თანაც ეს არაერთხელ დაამტკიცა.

ხაინდრავას თქმით, ამ ფონზე აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ასახული.


ხაინდრავა ამბობს, რომ ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი, რომლებიც ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ინსტიტუტს წარმოადგენენ, წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების მიმართ  შეურაცხმყოფელ ქმედებებს ახორციელებენ, მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით, რომელიც სიყალბეს ეყრდნობა.


ხაინდრავას შეფასებით, ლორა თორნტონის საქმიანობა დეგრადირებული და სრულიად მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება.


„რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც აშშ-ისთვის მყარი პარტნიორია. ჩვენ ეს ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ. ამ ფონზე აბსოლუტურად შეუწყნარებელია, რისი მოწმენიც გავხდით ჩვენ გუშინ და ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ქალბატონი ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი, რომელიც მოკალათებულნი არიან ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ინსტიტუტში, რომელსაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ჰქვია, წლების მანძილზე პრაქტიკულად შეურაცხმყოფელ მოქმედებას სჩადის ქართული საზოგადოების მიმართ, ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს, რომელიც, როგორც წესი, დაყრდნობილია სიყალბეზე, არის ცალსახად პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან, რასაც ის ჩადის, არის ერთი დეგრადირებული და სრულიად მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


ამასთან, ხაინდრავას თქმით, აღნიშნული მოქმედებები დიდ გავლენას ვერ ახდენს ქართულ საზოგადოებაზე, ვინაიდან მოქალაქეები გონიერებას იჩენენ, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ სერიოზული გავლენიდან გამომდინარე, საფრთხეს წარმოადგენს.


„შიდა მოხმარებისთვის, რა თქმა უნდა, მსგავსი მოქმედებები ჩვენთვის იმდენად სახიფათო არ არის, რადგან ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე ქალბატონ თორნტონს ჰგონია.  ჩვენთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს“ უსმენენ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მაღალია“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


ხაინდრავას განმარტებით, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა მიზანმიმართულად მიმდინარეობს.


„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, მათი დისკრედიტაცია. ქალბატონ თორნტონს მივმართავ, ქართული საზოგადოება არ არის მხოლოდ ის პოლიტიკური წუმპე, რომელსაც ემსახურება. ქართული საზოგადოება ბევრად უფრო დიდი, ბევრად გონიერი და ბევრად სამართლიანია, ვიდრე წარმოუდგენიათ, ამიტომ  ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება არ გამოუვათ. რასაც ესენი აკეთებენ, არის აბსოლუტური მარაზმი და ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


ხაინდრავა მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები აშშ-საც აზიანებს, ვინაიდან საქართველო აშშ-ის მყარი პარტნიორია.


„რასაც გუშინ გავეცანით, ჩემი აზრით, ბოროტმოქმედებაა, რაც მიმართულია არა მარტო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – თურმე, ამ მარგინალების აზრით, 60 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველში არ არის დემოკრატია, იგივე „ენდიაის“ კვლევების მიხედვით, 2012 წელს 50 პროცენტი ამბობდა, რომ საქართველოში დემოკრატიაა. 60 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო დღეს თურმე არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ, როდესაც 60 პროცენტი 2012 წელს, სააკაშვილის დროს და 2008 წელს იძახდა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს არის სრული უგუნურება, ფალსიფიცირება, სიყალბე, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ეროვნულ საფუძვლებზე შეტევა. ქართული ეკლესიისადმი დამოკიდებულების 25-პროცენტიანი ვარდნა არის გაცხადებული კვლევაში, რაც წარმოგვიდგინეს. ეს არის სიცრუე, მიზანმიმართული ბრძოლა ზუსტად იმ ფასეულობების წინააღმდეგ, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა. გარდა ამისა, ჩემთვის გაუგებარია ციფრები, რასაც ვხედავთ. გრიგოლ ვაშაძის, ამ ჩეკისტის, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლის პოპულარობა საქართველოში აღემატება ივანიშვილის, ზურაბიშვილის, თალაკვაძის პოპულარობას, პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტის – განათლების სამინისტროს, თავდაცვის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


ხაინდრავას თქმით, მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი, რომლებიც საერთაშორისო მისიებში უპრეცედენტო გმირობით გამოირჩევიან და ამას მთელი მსოფლიო აღნიშნავს.


„მაინტერესებს, რამ განაპირობა საქართველოს ჯარისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, იქნებ ამიხსნას ქალბატონმა ლორა თორნტონმა, რამ განაპირობა საქართველოს ჯარისადმი, საქართველოს სამხედროებისადმი ასეთი დამოკიდებულება, რომლებიც, ჩემი აზრით, უპრეცედენტო გმირობით გამოირჩევიან საერთაშორისო მისიებში, რაზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


ხაინდრავამ ლორა თორნტონი „ნაციონალური მოძრაობის“ თანამებრძოლად მოიხსენია.


„ლორა თორტონი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ თანამებრძოლი. ის პრაქტიკულად თავისი საქმიანობით საქართველოში გადატრიალების წინაპირობას ქმნის. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, რადგან ამის ნათელი მაგალითია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ მარგინალური სექტის მიმართ. ჩვენ კარგად ვხედავდით და ვუყურებდით იმ დაანონსებულ აქციებს, მრავალრიცხოვან აქციებს, სადაც ერთი და იგივე 100 კაცი დადის იქით-აქეთ, როგორც წესი, მათი შვილები, აქტივისტები და ა.შ. რამდენიც უნდა ეცადოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ქალბატონი თორნტონი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელმწიფოზე თავდასხმის პლაცდარმი შეუქმნას, ის ამას ვერ მიაღწევს“,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.


გოგა ხაინდრავამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულად დააყენონ აშშ-ში.



„მინდა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეხებათ, აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 


 


გიორგი მარგველაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. მმართველი გუნდი კი, 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევს იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ვერ მისცეს. 

სალომე ზურაბიშვილი: ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. 

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

თბილისის საკრებულოში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ახალ წესზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი" განიხილეს.