რა დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი?

„რა ისეთ დივიდენდს იღებს NDI-ს ქართული ოფისი, რომ ქართველი საზოგადოების თვალში სიცრუისა და ყალბი სოციოლოგიური კვლევების ეტალონად გადაქცევასაც არ ერიდება? ამ საქმეში ფული, უფრო სწორად დიდი ფული ხომ არ არის გარეული?“ - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.

სტატიის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ CRRC-საქართველოს მიერ შესრულებული სოციოლოგიური კვლევები მათი უზუსტობისა და რეალობასთან რადიკალური აცდენის გამო NDI-ს იმიჯსა და ავტორიტეტს სერიოზულ ზიანს აყენებს, NDI-ს ქართული ოფისი ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას მაინც ჯიუტად აგრძელებს.


„რის ფასად მიდის NDI იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ეჭვმიტანილ ორგანიზაციას ცოცხალი თავით არ ელევა, მასთან თანამშრომლობით საკუთარ ავტორიტეტსა და სანდოობას ლაფში სვრის. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უცხოელი ლობისტების დასაქირავებლად, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილგანწყობის საყიდლად და არაერთი ევროპარლამენტარის მოსათაფლად უზარმაზარ ფულს ხარჯავდა, თანაც არა მხოლოდ ლეგალური გზით, ანუ ოფიციალური კონტაქტების სახით, არამედ ჩრდილოვანი არხებითაც, როცა „ნაცმოძრაობა“ უცხოელ აპეკუნებს ათასობით დოლარს ქეშად უჯიბავდა“, - წერს ავტორი.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული იმასთან დაკავშირებით, რომ 2012-2013 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით სახსრები დაიხარჯა, რათა უცხოელ ლობისტებს საერთაშორისო ასპარეზზე სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ ემუშავათ.


„უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როცა აღნიშნულ უწყებას „ევროპული საქართველოს“ ახლანდელი ლიდერი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა. უცხოელი ლობისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დიდი ფულის გადახდა სააკაშვილსა და ბოკერიას არასოდეს ენანებოდათ და არც ახლა ენანებათ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ „ნაცმოძრაობისა“ და ევრონაცმოძრაობის თავკაცებს დღეს საბიუჯეტო სახსრებზე ხელი აღარ მიუწვდებათ, თუმცა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიუჯეტიდან იმდენი აქვთ ნაქაფი, თავიანთი პოლიტიკური ინტერესების დასაფინანსებლად კიდევ დიდხანს ეყოფათ“, - წერს ავტორი.


სტატიაში აღნიშნულია, რომ „ NDI-ს ქართული ოფისი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის ხელიდან ჭამდნენ, დღეს კი სალაფავს ცალკე სააკაშვილისა და ცალკე ბოკერიასგან იღებენ.


„თუ საქართველოს გენერალური პროკურატურა ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს ძირისძირამდე გაჩხრეკს და ობიექტურად გამოიძიებს, შესაძლებელია, ისიც გაირკვეს, რომ ერთ-ერთი სუბიექტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისგან მსუყე ქრთამს იღებდა, NDI-ს ქართული ოფისი იყო“, - წერს ავტორი.


მისივე თქმით, ლორა თორნტონი ორმაგ თამაშს თამაშობს და ნაცმოძრაობისა და ევრონაცმოძრაობის ლიდერებთან ცალცალკეა გარიგებული.


როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „რამდენიმე კონფიდენციალური წყაროს თანახმად, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლორა თორნტონს საეჭვო ჩრდილოვანი ურთიერთობები აკავშირებს როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ისე გიგა ბოკერიასთან. კერძოდ, საუბარია კორუფციულ გარიგებაზე, რომლის პირობაც არის, რომ NDI-ის კვლევებში ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო წარმოჩენილი იყვნენ, როგორც ელექტორალურად მზარდი პოლიტიკური ძალები, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლის შანსებიც სულ უფრო იზრდება“.


„ჩვენი კონფიდენციალური წყარო იმასაც გვეუბნება, რომ NDI-ის ბოლო სოციოლოგიური კვლევით სააკაშვილი და ბოკერიაც უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან ორივე მათგანი თავიანთი პარტიებისთვის მეტი პროცენტის დაწერას ითხოვდა. კერძოდ, სააკაშვილს სურდა, რომ NDI-ის კვლევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი „ქართული ოცნების“ რეიტინგთან მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო და დაახლოებოთ 2-3 %-იანი სხვაობა დაფიქსირებულიყო, ევროპულ საქართველოსთან შედარებით კი 8-9%-ით მეტი რეიტინგი ჰქონოდა. თუმცა, NDI-იმ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნებაზე“ 7%-ით ნაკლები და ევროპულ საქართველოზე 5%-ით მეტი რეიტინგი დაუწერა.
თავის მხრივ, ბოკერია ითხოვდა, რომ NDI-ის კვლევაში მის „ევროპულ საქართველოს“ ნაციონალური მოძრაობისთვის გადაესწრო და მეორე ადგილზე გასულიყო, ანუ, მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირებულიყო“ - ნათქვამია სტატიაში.


როგორც ავტორი წერს, NDI-ის ქართული ოფისის საქმიანობა, როგორც მინიმუმ პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.


„საქართველოში თუ რამეს ნულოვანი ყურადღება, მნიშვნელობის არმინიჭება, სრული უნდობლობა და მწარედ დაცინვა ეკუთვნის, ეს უპირველეს ყოვლისა, NDI-ის სოციოლოგიური კვლევაა, რომელსაც ქართული სინამდვილე არასდროს აუსახავს და ერთი, სულ ერთადერთი შემთხვევაც არ ყოფილა, მისი მონაცემები არჩევნების შედეგებს მიახლოებით მაინც დამთხვეოდეს. მისი კვლევების მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას 2020 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც უნდა მოეგო, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც უნდა გაემარჯვა და საერთოდ, საქართველოს ხელისუფლებაში დღესაც სააკაშვილი უნდა ყოფილიყო“ - წერს ავტორი.

ავტორი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ლორა თორნთონი, სანამ იგი საქართველოში ჩამოვიდოდა, NDI-ის ოფისს კამბოჯაში ხელმძღვანელობდა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე კორუფციული ქვეყნების ათეულში შედის.

„ლორა თორნტონი NDI-ის ოფისის დირექტორად ყოველთვის ისეთ ქვეყნებში ინიშნებოდა, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, დიდი დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან და კორუფციის თვალსაზრისითაც მოწყვლადი არიან. კამბოჯამდე ქალბატონი თორნტონი NDI-ის ტაილანდში, მალაიზიასა და სინგაპურში ხელმძღვანელობდა“ - ნათქვამია სტატიაში.


კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლარი მკვეთრ გამყარებას განაგრძობს

24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.20 თეთრი შეადგინა. 

ნათია თურნავამ ბიზნესმენებს საინვესტიცო შეთავაზებები გააცნო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე.თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის".

საქართველოს დელეგაცია, სოფიო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხელმძღვანელობს. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ბესარიონ სიმონიშვილი: ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში  საცხოვრებლად გადავა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს შეხვდა.