ეკატერინე  მიქაბაძე:  ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 %-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების (68.2%), სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (29.2%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (13.2%), მედიკამენტების (17.2%) და მინერალური და მტკნარი წყლების (21.2%) ექსპორტი. 


ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 13.0 პროცენტით გაიზარდა და 825.7 მლნ. აშშ. დოლარი, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9% შეადგინა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 2 003.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს.


„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 736.6 მლნ. აშშ დოლარი  შეადგინა და წინა წელთან შედარებით 17.2 პროცენტით გაიზარდა. ევროკავშირის წილი ადგილობრივ ექსპორტში 31.3%-ს შეადგენს და ასევე, ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში ძირითადი წილი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, კერძოდ ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 პროცენტია, დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა კი ძირითადად რეექსპორტის ზრდას უკავშირდება,“ –  - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხეთში (47.9%-ით, 134 მლნ აშშ დოლარით), რუმინეთში (207.7%-ით, 120 მლნ აშშ დოლარით), უკრაინასა (39.8%-ით, 70 მლნ აშშ დოლარით) და რუსეთში (13.9%-ით, 60 მლნ აშშ დოლარით).


მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.


მაია ცქიტიშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი და ესაა პირდაპირი ბმა ეკონომიკურ განვითარებასთან 

"ინფრასტრუქტურული პროექტები არამხოლოდ დასაქმებას და  ქართული კომპანიების ზრდას უწყობს ხელს, არამედ მომიჯნავე ინდუსტრიის განვითარებას. ეს არის ის არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი,  რომელიც აჩვენებს ბმას ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებას შორის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“  განაცხადა. 

ქედის "ქალთა ოთახი" წარმატებულ მაგალითად განიხილეს

პროექტის ,,საქართველოს მუნიცპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა" ფარგლებში, დღეს თბილისის საკრებულოს დარბაზში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და წარმომადგენლებისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული".

მეტროსადგურ "ახმეტელთან" მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

სსფ: საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“   საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმების  მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ხანძარია. 

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

სამეგრელოში პოლიციამ სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი პ.ს. დააკავეს.

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში გაემგზავრება. 

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ადგილმდებარეობა ქვეყნის განვითრებისთვის უნდა გამოვიყენოთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციაზე- „საქართველო და მსოფლიო 2020“ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

ნათია თურნავა: ჯერჯერობით იტალიასთან ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული არ არის 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიასთან ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. 

ნათია თურნავა: ლარის გამყარება ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა

„ლარის გამყარება ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყირიმის თავზე უკრაინის დროშა მალე კვლავ აფრიალდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა. 

ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება

თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია.

ნათია თურნავა: მთავრობა რკინიზგის პრივატიზებას არ გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს.

PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა

თბილისში მიმდინარე  ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“-ს ფარგლებში  საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ექსპორტ იმპორტის  მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა  PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა.

ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ლეშეკ ბალცეროვიჩი.

ლეშეკ ბალცეროვიჩი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდა

„ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში საერთო ბაზარია. ამ ხელშეკრულებაში შესვლით, თქვენ ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დე-ფაქტო წევრი გახდით".

თურნავა: ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში - საქართველომ ეს გზა წლების წინ აირჩია 

„საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა, ეს არის ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი სავაჭრო სივრცის, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეს გახლავთ ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელმაც ჩვენ წლების მანძილზე ერთი მცირე პოსტ საბჭოთა რესპუბლიკიდან გვაქცია ტოპ-რეფორმერად უამრავი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

საქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს კიდევ ერთი პროდუქტი- „სამადლობელი“ წარუდგინა.

ოზურგეთში, მეჩაიეობის  სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა

ქალაქ ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯში "ჰორიზონტი" მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა.

ნათია თურნავა: 46 ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, ეს უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი ადგილობრივი ბიზნესებისთვის 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი და ამით შესაბამის ბაზრებზე წვდომა გახადა შესაძლებელი.