26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უკვე 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.


"თქვენ იცით, რომ ეს პროგრამა უკვე დიდი ხანია მოქმედებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოფიციალურად შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას. ეს იყო ჩემი დაპირება წინასაარჩევნოდ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, შეიძლება ბიუროკრატიულიც, შეიძლება საბუთების მოგროვების თვალსაზრისით. გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურის ჩართულობით, 800-ზე მეტ ოჯახს უკვე მიეცა შესაძლებლობა, ის ბინები, სადაც ისინი ათეულობით წელი ცხოვრობენ, დაეკანონებინათ. დღეს 26 ოჯახს გადავეცით ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ვულოცავ ამ ადამიანებს , ძალიან დიდია სიხარული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი სიხარული იყოს", - განაცხადა კახა კალაძემ.


ფართები დაუკანონდა გლდანის I მ/რ-ის N3ბ-ში 17 ოჯახს, რომელიც იქ დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს, ასევე, გმირი კურსანტების N1-ში 10 წელზე მეტია მცხოვრებ 9 ოჯახს. მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიიღეს.


ადგილზე იმყოფებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარები თბილისის საკრებულოში - გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია.


მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველო წარმატებული ქვეყანაა 

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა  ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.

რუსეთში საზღვრის დამრღვევი სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდება ნებადართული გახდა

რუსეთმა სამხედროებს იმ სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება მისცა, რომლებიც ქვეყნის საზღვარს დაარღვევენ.

იაპონიის საელჩომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქარად საკურას ნერგები გადასცა

იაპონიის საელჩომ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქრად საკურას ნერგები გადასცა.

საკრებულოში საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა 

თბილისის საკრებულოში, პროექტის „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა“  ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

მაია ცქიტიშვილმა კონფერენციაზე რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკურ კონფერენციაზე, რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

გიორგი დოხტურიშვილი: დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარების გამოსწორება და გარემოზე ზრუნვა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი დედაქალაქის მთავრობის მიერ, ქალაქში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს გამოეხმაურა.

ივანე მაჭავარიანი: წელს 800მლნ-დან 1მლრდ-მდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ

"წელს დაახლოებით, 800 მლნ-დან 1მლრდ-მდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ",-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე- "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".

მაია ცქიტიშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი და ესაა პირდაპირი ბმა ეკონომიკურ განვითარებასთან 

"ინფრასტრუქტურული პროექტები არამხოლოდ დასაქმებას და  ქართული კომპანიების ზრდას უწყობს ხელს, არამედ მომიჯნავე ინდუსტრიის განვითარებას. ეს არის ის არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი,  რომელიც აჩვენებს ბმას ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებას შორის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“  განაცხადა. 

ქედის "ქალთა ოთახი" წარმატებულ მაგალითად განიხილეს

პროექტის ,,საქართველოს მუნიცპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა" ფარგლებში, დღეს თბილისის საკრებულოს დარბაზში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და წარმომადგენლებისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული".

მეტროსადგურ "ახმეტელთან" მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

სსფ: საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“   საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმების  მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ხანძარია. 

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

სამეგრელოში პოლიციამ სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი პ.ს. დააკავეს.

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში გაემგზავრება. 

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ადგილმდებარეობა ქვეყნის განვითრებისთვის უნდა გამოვიყენოთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციაზე- „საქართველო და მსოფლიო 2020“ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

ნათია თურნავა: ჯერჯერობით იტალიასთან ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული არ არის 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიასთან ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. 

ნათია თურნავა: ლარის გამყარება ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა

„ლარის გამყარება ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყირიმის თავზე უკრაინის დროშა მალე კვლავ აფრიალდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა. 

ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება

თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია.