ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის ITER VITIS-ის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ხარატიშვილმა ემანუელა პანკეს ქართველი სტუდენტების იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.                                          

2019 წლის ზაფხულში, ღვინის ევროპული ასოციაციისა და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ქართველმა სტუდენტებმა იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირება გაიარეს.

პროექტი ასევე განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით. 

"საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ღვინის ევროპული მარშრუტში, საპატიო ადგილი 2017 წლიდან უკავია, ლათინური სახელით ITER-VITIS (ვაზის მოგზაურობა).  მარშრუტის მიზანია, დაიცვას ღვინის ბიო მრავალფეროვნება, ხაზი გაუსვას მის უნიკალურობას დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ხელი შეუწყოს ღვინის მატერიალური და არამატერიალური კულტურის განვითარებას.  ქართული ღვინის ისტორია ITER-VITIS მარშრუტში მრავალფეროვანი კულტურითაა წარმოდგენილი, მათ შორის:  ვენახებით, მეღვინეობებითა და ღვინის ქარხნებით, ასევე ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობით, როგორიცაა ეკლესია-მონასტრებით, მუზეუმებითა თუ არქეოლოგიური ძეგლებით. საქართველოდან აღნიშნულ მარშრუტში გაწევრიანებულია ღვინის ტურიზმის ასოციაცია", - აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშვანია, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოში Iter Vitis-ის ქსელის გაფართოება. ამ მიზნით იქმნება „ასოციაცია  ITER VITIS Georgia-Caucasus“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ITER VITIS -ის სამეცნიერო საბჭოს წევრი თამარ ქობლიანიძე, სიცილიაში ITER   VITIS -ის ერთკვირიან სტაჟირებაზე მყოფი სტუდენტები და  „ასოციაცია  ITER VITIS Georgia-Caucasus“ –ის დამფუძნებლები.

 


გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლარი მკვეთრ გამყარებას განაგრძობს

24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.20 თეთრი შეადგინა. 

ნათია თურნავამ ბიზნესმენებს საინვესტიცო შეთავაზებები გააცნო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე.თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის".

საქართველოს დელეგაცია, სოფიო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხელმძღვანელობს. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ბესარიონ სიმონიშვილი: ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში  საცხოვრებლად გადავა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.