გურამ ნიკოლაშვილი: დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე, მისი კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა

„დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა, მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

„2019 წლის 15 ნოემბერს თავისუფლების მონიტორმა მოამზადა ხუთწუთიანი ჟურნალისტური გამოძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გია შარვაშიძის შესახებ, რომლის მიმართაც წამოაყენა ბრალდება დისერტაციაში პლაგიატის გამოყენების შესახებ.


ვიდეოში აქცენტირებულია გარემოება, რატომ გამოიყენა საკუთარი ხელმძღვანელობით მომზადებული ტექსტის ორმოცი გვერდი გია შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში. სიუჟეტს მოჰყვა გაგრძელება უნივერსიტეტის პროფესორისა და სოციოლოგიის დოქტორის იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ, რომელმაც საკუთარ ფეისბუკგვერდზე განავრცო ეს თემა და გაიმეორა ბრალდება პლაგიატის შესახებ.


დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა. მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი გაამძაფრა საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ. თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელ მამათა წამოზრდილმა თაობამ, რომლებიც ამ ოდიოზური ორგანიზაციის რებრენდინგით დაკავდნენ, რა გასაკვირია და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს მიაკითხეს. მათ მოსკოვიდან გამოითხოვეს მისი 1987 წელს დაცული ეკონომიკურ მეცნიერებათა საკანდიდატო დისერტაცია, წაიკითხეს რუსულ ენაზე, რომელიც უცნობია, სად ისწავლეს და დაადგინეს, რომ ეს ტექსტი შეიცავს პლაგიატს.


გაუგებარია მხოლოდ ის, რატომ სთხოვენ ნაშრომის შემოწმებას 2010 წელს შექმნილ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლის მიზანიც ისტორიულ დოკუმენტებთან მუშაობას არ წარმოადგენს. ასევე, გაუგებარია, რატომ არ შეეცადნენ პლაგიატის დადგენას საკუთრივ მოსკოვში, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს მათი გუნდის არაერთ წევრს“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.


https://www.imedi.ge/ge/video/48104/dgis-qronika--24-ianvari-2020-tseli


გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლარი მკვეთრ გამყარებას განაგრძობს

24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.20 თეთრი შეადგინა. 

ნათია თურნავამ ბიზნესმენებს საინვესტიცო შეთავაზებები გააცნო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე.თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის".

საქართველოს დელეგაცია, სოფიო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხელმძღვანელობს. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ბესარიონ სიმონიშვილი: ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში  საცხოვრებლად გადავა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.