სამხედრო თემა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2018-2019 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდება.

მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს  

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის  შეფასებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს.

ლევან იზორიას თქმით, საქართველო აშშ-ისგან სტინგერებს მიიღებს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას განცხადებით, ანტისატანკო სისტემების - ჯაველინების გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-ისგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს. 

 

ლევან იზორიას თქმით, ტოტალური თავდაცვა თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში საზოგადოების ჩართულობას მოიცავს

„წელს ვიწყებთ აქტიური რეზერვის იმპლემენტაციას, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას“.

 

ირაკლი სესიაშვილი: საქართველო ნატოს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე უსაფრთხოების საკითხებზე სესია „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა - პარტნიორობის და თანამშრომლობის გაძლიერება“ გაიმართა.

ლევან იზორია: ნატოსთან ერთად ვამტკიცებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში

„საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება", - განაცხადა ლევან იზორიამ ნატოს შტაბ-ბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან იზორია ნატოს მინისტერიალზე წარდგება

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის  მეთაურთან, რომელიც საქართველოში ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი 2018 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

ლევან იზორია: შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის ასევე ნატოსთვის

„საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთოების არქიტექტურის შემადგენელი ნაწილი, SNGP-ის ინიციატივების განხორციელებით, კიდევ უფრო აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობებს“.

ლევან იზორია: არსებითი პაკეტი წარმოადგენს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარ მექანიზმს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კონფერენციის მონაწილე ექსპერტებთან და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საუბრისას ლევან იზორიამ არსებითი პაკეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ მიმდინარეობს

თბილისში „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ მიმდინარეობს.

 

ბალტიისპირეთში ნატომ მასშტაბური წვრთნები დაიწყო

 ნატოს წევრი 19 ქვეყნის 18 ათასი სამხედროს მონაწილეობით დღეს ვილნიუსში საზეიმოდ გაიხსნა ალიანსის სამხედრო სწავლება Saber Strike („ხმლის დარტყმა“), რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მეთაურობს.

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

 

სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2 წლის იუბილეს აღნიშნავს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ორი წლის იუბილეს აღნიშნავს.

EOD-ის ინსტრუქტორთა განაღმვის სწავლება დაიწყო

საინჟინრო ბრიგადაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ასეულის ინსტრუქტორების მიერ განაღმვის სწავლება დაიწყო.

სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს.

კადეტებს სასწავლებლის დასრულება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია.

გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი საქართველოში

გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ებერჰარდ ცორნი 2018 წლის 30-31 მაისს თბილისს ესტუმრება.

ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.