კატეგორიები

სამხედრო თემა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მის ხსოვნას პატივი მემორიალთან მიაგეს.

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა

თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა.

თავდაცვის მინისტრმა დაშავებული სამხედროები გერმანიაში მოინახულა

3 აგვისტოს ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოინახულა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთში გაემგზავრნენ

"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის თანადგომის გამოსახატად და გასამხნევებლად, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ავღანეთში გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტრო ორი სამხედროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურის რიგითი შ.ლ -ს და კაპრალ ი.ბ-ს დაღუპვის გამო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ავღანეთში ჩავა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში გაემგზავრება და 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას პირადად მიუსამძიმრებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვალ ავღანეთში გაემგზავრება

თავდაცვის მინისტრი ხვალ ავღანეთში გაემგზავრება და 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას პირადად მიუსამძიმრებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გამო მიუსამძიმრა.

სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

შინდისის ბრძოლიდან 9 წელი გავიდა

გორის რაიონის სოფელ შინდისთან რუსების წინააღმდეგ გამართული ბრძოლიდან 9 წელი გავიდა. რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი ვაზიანს ესტუმრა

აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მარკ მილიმ ვაზიანში სტუმრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო.

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს დღეს დაკრძალავენ

ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაკრძალვის ცერემონია ზესტაფონში დღეს გაიმართება.

“პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი “გმირი“ გამოსცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წიგნ “გმირის“ მეოთხე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ისტორიებს აერთიანებს.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე 2008 წლის აგვისტოს ომის ცხრა წლისთავთან დაკავშირებით ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

"ღირსეული პარტნიორი 2017"-ის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა

მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეების ნაკრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა.

თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი ავღანეთიდან პატივით გამოაცილეს

3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ მშვიდობისმყოფელს სამშობლოში გადმოსვენებამდე პატივი ავღანეთში მიაგეს.

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

ხვალ, 6 აგვისტოს, 15:20 საათზე, თბილისის სამთავრობო აეროპორტში ავღანეთში დაღუპულ ქართველი სამხედროს მდინარი ბებიაშვილის ცხედარს სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან საქართველოში ჩამოასვენებენ.