სამხედრო თემა

თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედროები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. თანამშრომლობის ფარგლებში, საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან სამხედროები სხვადასხვა სპეციალობებს დაეუფლებიან.

აშშ-ის ცნობით, 11 სექტემბრის მასშტაბის ტერაქტი იგეგმება

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ელეინ დიუკის განცხადებით, 11 სექტემბრის მასშტაბის ტერაქტის მოწყობის საფრთხე არსებობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

საქართველომ ჰოლანდიას „ბუკის“ რაკეტა გადასცა


ჰოლანდიამ საქართველოსგან საზენიტო–სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა მიიღო, რომელსაც ავიარეისი MH17–ის კატასტროფის გამოძიებისთვის გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი RTL Nieuws ავრცელებს.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა

შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო. ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისგან ჩაიბარა.

გენერალური შტაბის უფროსი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან აკარ ჰულუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენშტაბის უფროსების სამმხრივ შეხვედრას საქართველო პირველად მასპინძლობს. შეხვედრა სამმხრივ ფორმატში მეორედ იმართება, რაც ქვეყნებს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას გააღრმავებს.

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიცერს ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების განსახილველად უნიკალური პლატფორმაა.

თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი წვრთნებს აფხაზეთში გამართავს

აფხაზეთში დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციისა და ჯავშანტექნიკის განადგურებაში ივარჯიშებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თბილისში ჩამოდის

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ გასანოვი დღეს თბილისში ჩამოვა. ვიზიტის მიზანი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელების სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაა.

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 295 წვევამდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ეზოში სამხედრო ფიცი დადო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის" GDSC დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ბოლო შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან იაკუბ ლანდოვსკისთან გამართა.

GDSC-ზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს

ბათუმის „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ფორუმის მესამე პანელი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების განხილვას დაეთმო. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰოლანდიის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელს კონტრტერორიზმის საკითხებში ალე დორჰუტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვარგა ტამას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰ ალ-ბანიანს შეხვდა. 

GDSC-ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს

ბათუმის „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელსაც გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) მასპინძლობს, ტოტალური თავდაცვის საკითხების განხილვას დაეთმო.

კრემლის სტილში - მოსკოვი ერევანსა და ბაქოს შეიარაღებით ამარაგებს

რუსეთი სამხედრო დაპირისპირებაში მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანს თანამედროვე სამხედრო შეიარაღებით პარალელურად ამარაგებს.

სესია "ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ" ბათუმში მიმდინარეობს

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელი "ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ" დაიწყო.