სამხედრო თემა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიტაუტას უმბრასას შეხვდა.

თავდაცვის მინისტრის მოხსენება კონფერენციაზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“

მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ადეკვატური და დროული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა იყო.

რუსეთის საზღვართან აშშ-მა შეიარაღებული ძალები განათავსა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის საზღვართან ამერიკის შეიარაღებული ძალების დივიზია განთავსდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა

ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა

მინისტერიალში მონაწილე 16 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის.

SEDM-ის ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუმინეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს, მირჩა დუშას შეხვდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) საქართველო პირველად მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბათუმში მიმდინარეობს. 

ვაშინგტონმა ევროპაში სტრატეგიული ბომბდამშენები გადაისროლა

პენტაგონმა დიდი ბრიტანეთის საავიაციო ბაზაზე ორი ერთეული ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B Lancer გადაისროლა.

თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს ელჩებთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები იმყოფებიან. დღეს PSC-ის ელჩები, ვოლტერ სტივენსის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.

თავდაცვის მინისტრი ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იონას ვიტაუტას ჟუკასს შეხვდა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი DIB-ში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან ერთად ესტუმრა.

რუსულ-სომხური სამხედრო კოალიცია საქართველოს სამხრეთიდანაც უქმნის საფრთხეს

რუსეთ-სომხერთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნა სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას საფრთხის შემცველად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში, თბილისის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაქოც ჩაერთვება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება.

სომხეთის პარლამენტმა რუსეთთან ერთობლივი არმიის შექმნის შეთანხმება დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი არმიის შექმნის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ დასრულდა

მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2017" 27 სექტემბერს დაიწყო. სწავლებაში ჩართულმა 18-მა რეპორტიორმა თეორიული და პრაქტიკული კურსი II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიარა.

საქართველოში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჩამოვა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი საქართველოში 5 ოქტომბერს ჩამოვა. ინფორმაციას 1tv.ge საქართველოში გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩიზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთს ყირგიზეთში მეორე სამხედრო ბაზის განთავსება სურს

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა საფარ ისაკოვმა კრემლთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას ეხება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 231 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. რაბათთან ღვთისა და ერის წინაშე ფიცი 231 სამხედრო მოსამსახურემ დადო.

2018 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობა არ შეიცვლება

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობა 2018 წელს არ შეიცვლება. სამხედრო პირთა რაოდენობა კვლავ 37 ათასია.

ლიტვის თავდაცვის მინისტრის თქმით, ვილნიუსი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას მხარს უჭერს

ლიტვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ვილნიუსი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას მხარს უჭერს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.