სამხედრო თემა

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია

დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება.

ქართული კონტინგენტის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი და IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩასართავად მზადაა.

ლევან იზორიამ ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წყნარი ოკეანის რეგიონიდან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს პირველად მასპინძლობს. დღეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კოლეგას ფიჯის რესპუბლიკიდან - რატუ ინოქე კუბუაბოლას შეხვდა.

ლევან იზორია: წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდაზეა საუბარი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება

საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ესტუმრება

დღეს საქართველოს პირველად ესტუმრება ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს.

ლევან იზორია საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ სიტყვით გამოვიდა

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2018“ დასრულდა

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების „Agile Spirit 2018”“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა.

ლევან იზორია: ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, როგორც ყოველდღიურ მზადყოფნას და არა სტრატეგიულ მოთმინებას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საერთაშორისო სწავლება “Agile Spirit 2018” გახსნის ცერემონიალზსიტყვით გამოვიდა.

სენაკში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2018” დაიწყო

სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

მშვიდობისმყოფელის დღე „არმიჰოლში“ აღინიშნა

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა.

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა

31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“ 177 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა.

სენაკის ბაზაზე წვრთნებში 10 ქვეყნის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოში საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“-ი გაიმართება. 

საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ იწყება

1-11 სექტემბრის ჩათვლით საქართველო საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“-ს მერვედ უმასპინძლებს.

ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიისთვის მომზადებას მომავალი წლიდან სამშობლოში გაივლიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მოინახულა, რომელიც ავღანეთში მისიისთვის გადასროლის წინა მომზადებას გადის.

უკრაინის დამოუკიდებლობის აღლუმში ქართველი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 34 წლის გახდებოდა

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 34 წელი შეუსრულდებოდა.

ლევან იზორია: ჩვენი მეგობრობა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსების დაცვით იწყება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია  ვაზიანში მე-11 პოლიგონზე გამართულ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა.