კატეგორიები

სამხედრო თემა

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანას განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული და მოაზროვნე ჯარი ჰყავდეს.

სერჟანტთა მომზადების ცენტრში აშშ-ს ანალოგი - დრილ სერჟანტის კურსი გაიხსნა

პირველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის ანალოგი - დრილ სერჟანტის კურსი დაიწყო. 

აზერბაიჯანმა რუსეთიდან დიდძალი შეიარაღება მიიღო

აზერბაიჯანმა 42 ეშელონი რუსული შეიარაღება მიიღო. ბაქოს პორტში „ტანკების მკვლელი“ და სხვა სახის შეიარაღება გუშინ შევიდა.

ევროკავშირის არმიის შექმნა გარდაუვალია

გერმანიის ნაციონალური თავდაცვის კომისარი ჰანს–პიტერ ბარტელსი ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს ერთიანი არმიის შექმნისკენ მოუწოდებს.

წვევამდელებმა ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 99 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი უჯარმის ციხეზე გაიმართა. 

თავდაცვის წარმომადგენლები ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენშტაბის უფროსის მოადგილე, შალვა ჯაბახიძე საქართველოში ჩეხეთის საელჩოში ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ.

ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი იმყოფება.

ტრენინგი “ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტრენერების ტრენინგი “ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო.

ბავშვების წერილები ქართველ მშვიდობისმყოფელებს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო.

თავდაცვის მინისტრმა კასპის ოკუპაციის მუზეუმში ლექცია ჩაატარა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პროექტის “არა ოკუპაციას“ ფარგლებში ლექცია წაიკითხა. 

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო.

ექსპერტი აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ომში გადაზრდას არ გამორიცხავს

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საომარ მოქმედებებში გადასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მაისაიამ "პირველთან" საუბარში განაცხადა.

ევროპის მოედანზე ქართული და ბრიტანული სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა

ევროპის მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდმა მუსიკალური წარმოდგენა გამართეს.

სამხედრო პოლიცია დაარსებიდან მე-12 წლისთავს აღნიშნავს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა. 

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.

ვაზიანის პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო სწავლება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექს “ფაგოტებით“ საველე სწავლება გაიმართა.

საქართველო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას მომავალშიც გააგრძელებს

სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას საქართველო მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

I ქვეითი ბრიგადის ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიაში გრძელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

"კავკასიის არწივი 2017"-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივის წვრთნების - "კავკასიის არწივი 2017"-ის ფარგლებში, საჩვენებელი სწავლება გაიმართა.