ამინდი

+32 +37 - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი
1657273516
დაკოპირებულია

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება.

ამინდი დედაქალაქში 👇

ქ. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 NCDC ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს