ამინდი

+39 გრადუსი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი
1657799760
დაკოპირებულია

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.

ამინდი დედაქალაქში 👇

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 NCDC ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს