მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 სექტემბრამდე საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

წვიამიანი ამინდი
1662375799
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 8 სექტემბრამდე ნალექიანი და გრილი ამინდია მოსალოდნელი. 

მათივე ცნობით, 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

ამინდი დედაქალაქში 👇 

თბილისში 8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელექით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 6 სექტემბერს დღისით +25, +27, ხოლო 7-8 სექტემბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. 9 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს.