მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამინდის პროგნოზი

წვიამიანი ამინდი
1652677192
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მათივე ცნობით, 16 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.