
საქართველოში უახლოეს დღეებში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, მომავალი კვირიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც PIA.GE-ს სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 4-იდან 6 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუმჯობესდება, თუმცა 7 მაისიდან ისევ წვიმა და ქარი, ზოგან კი ელჭექი და სეტყვაც არის მოსალოდნელი.
„დღეს იქნება შენარჩუნებული ასეთი ამინდი საქართველოს უმეტეს რაიონში და 4 მაისიდან გამოდარებაა მოსალოდნელი 6 მაისის დღის პირველ ნახევრამდე. შემდეგ ისევ არამდგრადი ამინდი იწყება 7-8 მაისიდან რამდენიმე დღე. იქნება წვიმა, ქარი და შესაძლებელია ელჭექიც იყოს შვიდ მაისს და ზოგან სეტყვაც არ არის გამორიცხული", - აცხადებს სინოპტიკოსი.