მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ახალი წლის დღეებში?

ამინდი ახალ წელს
1672393853
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი წლის დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამინდი დედაქალაქში 👇

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება.