მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?

ამინდი
1653038849
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამინდი თბილისში 👇

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.

21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.