მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში

ამინდი
1653466757
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება.

26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ამინდი თბილისში 👇

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1-ელ ივნისამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +24, +26, 28 მაისს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 29-31 მაისს +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.