მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თოვლი, თოვლჭყაპი, ნისლი - ამინდის პროგნოზი 26 დეკემბრამდე

თოვლჭყაპი
1671529293
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს“, - წერს სააგენტო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სანამ ზომბი „ნაცმოძრაობის“ ადგილს სხვა პარტიები არ შევავსებთ, სულ ბიძინა იქნება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

👉 „ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვკამათობთ, ვინ არის უფრო ტოქსიკური, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ამბობს, რომ ეს მე ვარ, მე კი ვამბობ, რომ ის არის“ - ალექსანდრე ლუკაშენკო პუტინზე

👉 „თუ მალე არ გადმოგვეცემა კადრები, პროკურატურას მივმართავ, აღძრან საქმე პენიტენციურის წინააღმდეგ, შევიტან სარჩელს და დავუყადაღებ თუ რაიმე ქონება გააჩნია“ - შალვა ხაჭაპურიძე

👉 ვლადიმერ პუტინმა ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით გენერლებთან დადგმული შეხვედრა გამართა - ბრიტანული დაზვერვა

👉 ანი წითლიძე შიმშილობის მე-6 დღეს შეუძლოდ გახდა - პარლამენტში სასწრაფო გამოიძახეს