მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია გვიდიანი პრემიერი ინიციატივაზე: აზარტული თამაშების აკრძალვის შეზღუდვის შედეგად ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება

ექსპერტი ანდრია გვიდიანი Pia.ge

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ მისასალმებელია.

ექსპერტის შეფასებით, აზარტული თამაშები არ ქმნის იმხელა დოვლათს ეკონომიკაში, რამხელა პრობლემებსაც.

ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გონივრული რეგულაციების ჩარჩო შეიქმნას აზარტული თამაშებისთვის და საერთაშორისო გამოცდილება იქნეს გაზიარებული.

„პირველ რიგში მისასალმებელია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. როგორც ვიცით მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, შესაბამისად დღეს უკვე პრემიერმა დააანონსა ცვლილებები და ახალი ხედვა ონლაინ თამაშებთან დაკავშირებით.

ზოგადად ეს პრობლემა ბევრი წლის განმავლობაში დღის წესრიგში დგას. ვიცით, რომ ზოგადად ონლაინ, აზარტულ თამაშებს ბევრი სოციალური თანმხლები პრობლემები ახლავს, ისეთი როგორიც არის ოჯახების ნგრევა, ვალების აღება მოსახლეობის მხრიდან და სხვა ნეგატიური ფაქტორები.

რაც შეეხება წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, აზარტული თამაშები არ ქმნის იმხელა დოვლათს ეკონომიკაში, რამხელა პრობლემებსაც ქმნის. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ გონივრული რეგულაციების ჩარჩო შეიქმნას აზარტული თამაშებისთვის და საერთაშორისო გამოცდილება იქნეს გაზიარებული ამ თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც აზარტული თამაშების ბრუნვა, რომელიც დღეს არსებობს, საკმაოდ დიდია, რამდენიმე მილიარდს აჭარბებს და მნიშვნელოვანია შესაბამისი რეგულირების ჩარჩოების შედეგად ის თანხები, რომელიც არანაირ ეკონომიკურ დოვლათს არ ქმნის, ჩაერთოს ისევ ეკონომიკურ აქტივობაში.

იცით, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც მოხდა აზარტული თამაშების რეგულირება პრაქტიკა გვაქვს, სადაც აზარტული თამაშების სფეროდან თანხებმა გადაინაცვლა ეროვნულ დანაზოგებში და შესაბამისად, საბანკო არხების გავლით ეს თანხები კონვერტირდა როგორც ინვესტიცია.

აქედან გამომდინარე, აზარტული თამაშების აკრძალვის შეზღუდვის შედეგად ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, უფრო პროდუქტიული აქტივობის სახით და არა იმ აბსოლუტურად არაფრის მომცემი ბრუნვის სახით, რომელიც დღეს არსებობს ამ თამაშების სახით“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი. 

 ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა  ონლაინ კაზინოების რეგულირების თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები“