ანალიტიკა

„ძალიან უნდა გაჭირდეს საქმე, რომ სერიოზული გამოხმაურებები მოყვეს სააკაშვილის შიმშილს“ - ვახტანგ ძაბირაძე

„ბილეთის დაჯავშნა ჯერ კიდევ ჩამოსვლას არ ნიშნავს“
1634117490
დაკოპირებულია

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ საუბრობს.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით უკვე დაწყებულია სპეკულაციები.

ამასთან, ექსპერტი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შექმნას ექიმთა ჯგუფი, სწორს და წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

„ის რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა შექმნას ექიმთა ჯგუფი და ჩართოს სახალხო დამცველი, ეს უკვე არის სწორი და წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობით დაიწყო სპეკულაციები. ამ ჯგუფში აუცილებლად იქნება ჩართული პირადი ექიმი, რომ დაზღვეული იყოს ყველაფერი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

დღემდე, მის შიმშილობას გამოხმაურებები არ მოჰყოლია. გამოხმაურებები უნდა მოჰყოლოდა მის დაპატიმრებას. დასავლეთიდან გამოხმაურებები არ ისმის თითქმის არცერთ დონეზე. ძალიან უნდა გაჭირდეს საქმე, რომ სერიოზული გამოხმაურებები მოყვეს სააკაშვილის შიმშილს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძემ, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ საპროტესტო ტალღაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო რჩება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება როგორი აქცია იქნება ხვალ.

„სააკაშვილის შიმშილობით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ააგოროს საპროტესტო ტალღა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა მარტო. ოპოზიციას უფრო მეტი აქვს სალაპარაკო, არგუმენტი, როგორც მის პოლიტპატიმრობასთან, ისე შიმშილობასთან დაკავშირებით, ვიდრე თავად „ნაციონალურ მოძრაობას“.

დიდი პერმანენტული აქციების ჩატარების რესურსი დღეს ენმ-ს არ გააჩნია. ოპოზიცია ამ აქციას არ უერთდება და ცალსახად „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა. „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება მარტო მოკავშირეების გარეშე და ეს მისთვის პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, წაგებიანია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-13 დღეა, შიმშილობს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

„მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებ

„ჩემი დღევანდელი სათქმელი პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება“ - იუშენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
„სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 
1642757196
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას, დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებენ.
1642755091
„საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი იმ ორგანიზაციის და ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე, პიროვნულად ებრძვის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „საიას“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად სიმონიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებების გამო ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას ითხოვს.
1642761794
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს. 
1642760524
იურისტი თამთა მეგრელიშვილი Pia.ge

თამთა მეგრელიშვილი: „ნაცები“ და გახარია, გახარია და „ნაცები“, ეს ერთი...

„სისტემური კოალიცია“ - ეს ხომ საერთოდ ძალიან სასაცილო რამე მოუფიქრებიათ... გასულ წელს ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გახარიას პარტიამ, სადაც კი იოტისოდენა შანსი ჰქონდა, ყველგან ნაცებთან გააფორმა კოალიცია“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნათია მეზვრიშვილის განცხადებას „ქრონიკასთან“, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს.
1642749452
„კლინიკაში საწოლფონდი შევსებულია, რეანიმაციაში ადგილი აღარ არის“ - მაი...
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე დიდი და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის. 
1642748557
არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ წერს. 
1642748352
5 052 თბილისი, 861 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა.