მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლება იტყვის გახარია სააკაშვილს შეეკრა, ოპოზიცია იტყვის ბიძინას პროექტიაო“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაურის გიორგი გახარიას განცხადების შესახებ საუბრობს.

„ამომრჩევლის წართმევა რაღაცნაირი დეფინიცია მქონია, არსებობს სამობილიზაციო ელექტორატი. ელექტორატი, რომელიც ვერ ყალიბდება. ვფიქრობ, რომ გახარიას სავარაუდო ელექტორატი იქნება ე.წ. სამობილიზაციო ნაწილი, რომელსაც არ მოსწონს არც წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და არც აწმყო მოსწონს „ქართული ოცნების“ სახით.

ისინი თუ არჩევანს აკეთებენ „ქართულ ოცნებაზე“, ფაქტიურად იძულებით აკეთებენ ცუდსა და უარესს შორის არჩევანს. ბუნებრივია, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ელექტორატი საარჩევნოდ ვეღარ მიიზიდოს გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული ახალი შეთავაზება, რომელიც არ ასოცირდება მეორე პოლუსთან.

ეს ელექტორატი ორ პოლუსიანობის პირობებში აძლევს „ქართულ ოცნებას“ ხმას, თორემ რეალურად ეს ხალხი არ არის „ოცნების“ ამომრჩეველი. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ცხვრებივით თავის ბეღელში შეყრა გაუჭირდება“, - აცხადებს ხუხაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გახარიასთან დაკავშირებით, გია ხუხაშვილის ამბობს, რომ სოლიდური პოლიტიკური პირისგან მსგავსი განცხადებები არასწორია.

„ეს განცხადებები მოსალოდნელიც იყო. „ქართული ოცნება“ გახარიაზე იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეკრა, ხოლო ოპოზიცია იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია. ჩვენდა სამწუხაროდ ასე ხდება, რომ ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უკვე მიწაში დებენ.

ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო დაბეჯითებით ასეთ საკითხებზე ლაპარაკი. ადამიანს ჯერ განაცხადიც არ გაუკეთებია, უბრალოდ კომენტარი გააკეთა. ჩვენ არ ვიცით პარტიის შექმნას, თუ სხვა რამეს აპირებს. შორს წასვლა და ადამიანის მიწაში ჩადება, მითუმეტეს ისეთი სოლიდური პოლიტიკური პირისგან, როგორიც არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მსგავსი განცხადებები არ მგონია სწორი იყოს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა 22 მარტს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მითუმეტეს არც პოლიტიკიდან.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „არც აციეს, არც აცხელეს და გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „გიორგი გახარიას განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ ეპიტაფიაა საფლავის ქვაზე“ - სოსო ცინცაძე