ანალიტიკა

მამუკა არეშიძე: ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ და ქვეყანაში რევოლუციას უკავშირდებოდეს

კონფლიქტოლოგის კომენტარი აფხაზეთისა და  ოსეთის კონფლიქტზე
1622619702
დაკოპირებულია

„ჯერ კიდევ გადადგომამდე კარგა ხნით ადრე, გახარიას გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით მოხდა გარკვეული კონტაქტი „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ან, ლიდერთან - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე Kvira.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

„ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, შედგა შეთანხმება, რომლის ზუსტი შინაარსი ჩემთვის უცნობია, მაგრამ იკვეთება მიზანი – ეს არის მელიას ვერ, ან არ დაპატიმრება და აქედან გამომდინარე ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება, შემდეგ კი სხვა ფაქტორების ამუშავება და რევოლუციური სიტუაციის შექმნა“ - ამბობს მამუკა არეშიძე.

შეკითხვაზე, რამდენად დამაჯერებლად მიაჩნია გიორგი გახარიას მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული არგუმენტები, სადაც ის ხსნის, თუ რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, მამუკა არეშიძე ამბობს:

„თავიდან, როდესაც გადადგომის თაობაზე გავიგე, აღვიქვი, როგორც „ოცნების“ გუნდში არსებული უთანხმოების შედეგი, რაც მელიას დაკავების საკითხთან იყო დაკავშირებული. მეც არაერთგზის განვაცხადე, რომ მელია უნდა ყოფილიყო დაკავებული უფრო ადრე, დანაშაულის ჩადენის დროს და არა მაშინ, როდესაც მოხდა მისი დაკავება. გამოდის, რომ ჩემი და გახარიას პოზიციები ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ ითხოვდა გახარია დაკავების ორი-სამი დღით გადადებას.

მოკლედ, მაშინ საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რამაც მისი გადადგომა განაპირობა. სამწუხაროდ, პრესკონფერენციაზეც არ მოხდა გადადგომის მიზეზების არგუმენტირებული ახსნა. მისი გადადგომიდან გასული დროის განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან მოსული მრავალი არაერთგვაროვანი ინფორმაცია დაგროვდა, რომლებიც მოდიოდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც, მაგალითად კიევიდან.

საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საინტერესო სურათი იკვეთება. კერძოდ, ისე ჩანს, რომ ჯერ კიდევ გადადგომამდე კარგა ხნით ადრე, მის გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით მოხდა გარკვეული კონტაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ან, ლიდერთან.

ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, შედგა შეთანხმება რომლის ზუსტი შინაარსი ჩემთვის უცნობია, მაგრამ იკვეთება მიზანი – ეს არის მელიას ვერ, ან არ დაპატიმრება და აქედან გამომდინარე ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება, შემდეგ კი სხვა ფაქტორების ამუშავება და რევოლუციური სიტუაციის შექმნა,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ამავე თემაზე:

☑️ მამუკა არეშიძე: „ნაცმოძრაობა“ გეგმავდა მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი

☑️ მამუკა არეშიძე: „ქართული ოცნების“ გუნდში გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, 17 თებერვლის საღამოს კი, პოზიცია რადიკალურად შეცვალა

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
1638688151
ტესტი კორონავირუსზე

46 გარდაცვალება, 3 410 ინფიცირება, 4 732 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარებ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 732 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
1638687000
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი მეძახოს“ - თაკო ჩარკვიანი...
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი, მწამებელი მეძახოს,“ - ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.