ანალიტიკა

„პარლამენტის გარეთ პოლიტიკური ბრძოლა არც შედეგიანია და არც მხარდაჭერილია უცხოელების მხრიდან“ - საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე
1609753917
დაკოპირებულია

„პარლამენტის გარეთ პოლიტიკური ბრძოლა არც შედეგიანია და არც მხარდაჭერილია უცხოელების მხრიდან,“ - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ექსპერტმა, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

საყვარელიძის თქმით, იმ სირთულეში, რომელშიც ოპოზიციამ თავისი თავი შეიყვანა, პარტიის ბევრი წევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდება.

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ რიგი ადამიანებისა ჩათვლის, რომ არაპერსპექტიული სტრატეგიის შესრულებას ჯობია საკუთარი ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმა

„ამ წელს გაუგებარი ბევრი რამ იქნება. პოზიცია, რაც ოპოზიციურ პარტიებს უკავიათ, რომ ბოიკოტი არის ბრძოლის საშუალება, ამ პოზიციის შედეგიანობა არის საეჭვო.

ეს რომ საეჭვოა გვეუბნება ყველა პარტნიორი, ოპოზიციას ყველა უცხოელი პარტნიორი მოუწოდებს, რომ შევიდნენ პარლამენტში და იქ იბრძოლონ. პარლამენტის გარეთ პოლიტიკური ბრძოლა არც შედეგიანია და არც მხარდაჭერილია უცხოელების მხრიდან.

ამ სირთულეში, რომელშიც ოპოზიციამ შეიყვანა თავისი თავი, ოპოზიციური პარტიების ბევრი წევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. ალბათ მიუღებელი ახლაც არის, ჯერჯერობით ხმას ვერ იღებენ, მაგრამ როგორც კი გაიხსნება ასე ვთქვათ, მსვლელობა საკანონმდებლო ორგანოსკენ პარლამენტისკენ ბევრი დაიძრება, იმიტომ რომ დანახვა იმისა, რას იძლევა ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ეს კითხვა სულ ჩნდება ოპოზიციურ პარტიებში, გაიხსენეთ ალეკო ელისაშვილის პარტიაში იყო გაჟღერებული ასეთი საკითხი. რიგი ადამიანებისა ჩათვლის, რომ არაპერსპექტიული სტრატეგიის შესრულებას ჯობია საკუთარი ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ პოლიტიკა და ეკონომიკა, როგორი იქნება საქართველოსთვის 2021 წელი? - რამაზ საყვარელიძის შეფასება

✔️ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ერთი წევრი შედის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამ...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში გადაყვანისას მომხდარი ინციდენტის გამო პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გაატარა, რაც შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. 
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.58 თეთრი შეადგინა.
1638882634
 სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელშიც მსჯავრდებულმა მის მიმართ გატარებული დისციპლინური ზომების შესახებ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია.
1638909572
არასრულწლოვან ბიჭზე მისი თანასოფლელი, 40 წლამდე კაცი, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
1638908883
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 
1638907159
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

„რატომ უნდა შევურიგდე მე კალაძეს, ან რატომ უნდა შემირიგდეს კალაძე, რა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ შერიგება ვერ შედგება, ამიტომ მთავარია მხარეებმა თანაარსებობა ისწავლონ.
ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ,...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ თბილისის მოქმედ მერს დაუჭირა მხარი. 
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 20:02 საათზე დაფიქსირდა. 
რევაზ სოხაძე: საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპ...
„საკრებულოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება, რაც ძალიან სამწუხაროა“მ - ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.